რომელ უნივერსიტეტში სწავლას ირჩევს საქართველოში ერთადერთი 19 წლის Youtube ექსპერტი

რომელ უნივერსიტეტში სწავლას ირჩევს საქართველოში ერთადერთი 19 წლის Youtube ექსპერტი

19 წლის საბა მიგრიაული აბიტურიენტი და ამავდროულად, წარმატებული მეწარმეა. პირველი საკუთარი შემოსავალი მცირეწლოვან ასაკში მიიღო, 17 წლის ასაკში კი SEO-ს სპეციალისტი, შემდეგ კი უკვე ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი გახდა. დღეს მას არაერთ უცხოურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება აქვს და საკუთარ კომპანიასაც მართავს.

ამჟამად ციფრული მარკეტინგის სპეციალისტმა, ტრენერმა და მეწარმემ ვებდეველოპმენტის სწავლა 12 წლის ასაკში დაიწყო. მალე სამონტაჟო და გრაფიკული პროგრამებიც აითვისა და თანხის გამომუშავება დისტანციურად შესასრულებელი სამუშაოებით შეძლო.

მიღწეული წარმატების შემდეგ საბა აბიტურიენტია და მან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა. BTU კი სულ უფრო მეტი წარმატებული და ინოვაციურად მოაზროვნე აბიტურიენტის არჩევანი ხდება. მათ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს უნივერსიტეტში არსებული სტარტაპერების მაღატექნოლოგიური სივრცე, IT ლაბორატორია, დისტანციურად შესასრულებელი სამუშაოების ონლაინ პლატფორმა და სხვა მრავალი შესაძლებლობაა.

სწორედ ამ დამატებითი შესაძლებლობებით დაინტერესდა საბა, რომელმაც ადრეული თინეიჯერობის ასაკში დაიწყო ვებდეველოპმენტის სწავლა- ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ სიტყვის განმარტებაც კი ბუნდოვნად ესმოდა.

მას შემდეგ საბას ცხოვრებაში უამრავი წინსვლა და წარმატება იყო. 15 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებით დაეწყო და ინტერნეტში არსებული თანხის გამომუშავების ყველა პოტენციული გზის შესწავლა დაიწყო. 17 წლის ასაკში კი საკუთარი კომპანია Reflict დააარსა, რომელსაც დღემდე წარმატებით ხელმძღვანელობს.

მიღწეულ წარმატებასთან ერთად, საბას უფრო მეტის მიღების სურვილი უჩნდებოდა. მალევე გახდა საქართველოში ერთადერთი Youtube ექსპერტი აუდიენციის ზრდასა და ციფრულ უფლებებში. ამჟამად ატარებს ტრენინგებს Youtube-ზე, კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ინტერნეტ მარკეტინგზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

მიღებულ შემოსავალს კი სურვილების ასრულებას ახმარს. ამ ეტაპზე გამომუშავებულ თანხას აგროვებს და წლის ბოლოს ბინის ყიდვას გეგმავს თბილისში, სადაც მარტო აპირებს ცხოვრებას.

ახლახან კი ახალი ჰობი გაუჩნდა. მოგზაურობა დაიწყო და აპირებს, რომ მსოფლიოს ყველა საინტერესო ქვეყანას ესტუმროს. მოგზაურობა ბერლინით დაიწყო, სადაც მაისში იყო. ივლისი ბოლოს კი ჰონგ-კონგის, პეკინისა და ყაზახეთის მონახულებას გეგმავს.

sponsored by ContentRoom

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი