კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:42 / 18-07-2017
"პროლოგი" - სტარტაპი, რომელიც მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში ეხმარება
ახალი შესაძლებლობების სივრცე, რომელიც ორიენტირებულია ადამიანური რესურსების მხარდაჭერასა და განვითარებაზე, ქმნის ტრენინგებისა და ვორქშოპების პროგრამებს პიროვნული თუ პროფესიული განვითარების მიზნით - ეს სტარტაპი "პროლოგია", რომლის პირველი პროფესიული ორიენტაციის პროგრამა "პრეუნი" სექტემბრიდან გაეშვება.

"სტარტაპის იდეა დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა ორ მეგობარს, სალომე ვაჩნაძეს და სოფო ვასაძეს. პროფესიით ფსიქოლოგები ვართ, ერთად ვსწავლობდით, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით გავაგრძელეთ მუშაობა. ამ იდეამ კი ისევ გაგვაერთიანა. გვინდოდა, შეგვექმნა პროფესიული ორიენტაციის პროგრამა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის. ცხოვრების ეს ეტაპი ჩვენც გავიარეთ და იდეაც მაშინ გაჩნდა, რომ ყოფილიყო ასეთი შესაძლებლობების სივრცე, რომელიც მოსწავლეებს მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარებოდა," - ამბობს სოციოლოგიის მაგისტრი, სტარტაპერი სოფო ვასაძე.



სტარტაპ "პროლოგის" პირველი პროგრამის "პრეუნის" დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და უნარები, გაანალიზონ თავიანთი სამომავლო საგანმანათლებლო თუ დასაქმების შესაძლებლობები. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ მათ შეძლონ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და თავისუფალი პროფესიული არჩევანის გაკეთება.

როგორც სტარტაპერები ამბობენ, "პრეუნი"არ არის გარანტია, ისინი არ ასწავლიან პროგრამის მონაწილეებს თუ რომელი პროფესია უნდა აირჩიონ, აძლევენ მიმართულებას, თუ როგორ უნდა აირჩიონ პროფესია და ზოგადად, როგორ მიიღონ გადაწყვეტილება.

"გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებასთან ერთად ჩვენი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები განახორციელებენ სხვადასხვა დამოუკიდებელ სამუშაოებს - დაწერენ ბლოგებსა და მოამზადებენ/წარადგენენ პრეზენტაციებს. ეს სწორედ ის საკვანძო უნარებია, რომელიც მათ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გამოადგებათ.

ჩვენთან ერთად მონაწილეები შეძლებენ "შესავლის" გაკეთებას, რაც გულისხმობს სხვადასხვა ახალ გარემოში ადაპტაციისას ადეკვატური მოლოდინების წარმოდგენას, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებასა და თავისუფალ მოქმედებას.



ჩვენი პროგრამები განსაკუთრებელი იქნება იმით, რომ ვიყენებთ ტრენინგის არატრადიციულ ფორმას ე.წ. guided discovery-ს, სადაც ქოუჩები იქნებიან ერთგვარი გიდები და ცოდნაზე უფრო მეტად უნარებსა და დამოკიდებულებებზე მოახდენენ ფოკუსირებას. ისინი სხვადასხვა ინტერაქტიული და შემოქმედებითი მეთოდებით წინასწარ განსაზღვრავენ პროცესის მიმართულებას, თუმცა პროცესის მთავარი
აქტორები, თავად მონაწილეები არიან. ამ მეთოდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მონაწილეებმა თვითშეფასებისა და გარემოს გაანალიზებით მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენების გაკეთება შეძლონ," აღნიშნა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრმა, სტარტაპერმა სალომე ვაჩნაძემ.



პროგრამა "პრეუნი" ძირითადად მიმართულია მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის. თუმცა სტარტაპერები მხოლოდ ამ პროგრამით მუშაობას არ აპირებენ და სამომავლოდ განსხვავებული პროგრამების შექმნასაც გეგმავენ. მხოლოდ ინტელექტუალური კაპიტალითა და დიდი ენთუზიაზმით დაწყებული სტარტაპი "პროლოგი" ამჟამად "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერის" მონაწილეა.

"ჩვენთვის, როგორც სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი წამყვანი ორგანიზაციის მხარდაჭერა, როგორიც "თიბისი ბანკია". ზოგადად დამწყები ბიზნესისთვის ასეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მამოტივირებელია. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, საზოგადოებას ჩვენი იდეა გავაცნოთ, რაშიც სწორედ „სტარტაპერი" გვეხმარება," - თქვა სოფო ვასაძემ.



სტარტაპერებმა 2016 წლის ნოემბერში პირველი ვორქშოპი ჩაატარეს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში. 2017 წლის ივნისში ჩატარდა ერთდღიანი ვორკშოპი Impact Hub-ში. ამ ეტაპზე მუშაობენ საინფორმაციო ვიდეო რგოლზე, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება და „პრეუნის"დაანონსებს. სექტემბერშივე გამოცხადდება რეგისტრაცია პროგრამაზე.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
სტარტაპი უკვე საკმაოდ პოპულარულია და მისი პროდუქტი ერთ-ერთი მოთხოვნადი ტკბილეული გახდა
პროდუქტის ხარისხიდან და გემოდან გამომდინარე კომპანიამ ბაზარზე თავის დამკვიდრება მეტ-ნაკლებად შეძლო
ღვინის მოყვარულებს დახვეწილი გემოსა და განუმეორებელი არომატის ღვინოებს სთავაზობს
ნატალიმ სანიშნეები თავიდან, საკუთარ თავისთვის შექმნა
სახლისთვის დამზადებული შუშის და ცემენტის ქოთნები სუკულენტით
Think 360 - როცა სამყარო შენს გარშემო 360 გრადუსში ტრიალებს
განვადების სერვისის დანერგვას ვგეგავვათ, რაც მომხმარებლებლებისთვის ონლაინ ვაჭრობას გაამარტივებს
კომპანია ექვსმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ დააფუძნა
ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს საჰაერო გადაადგილებას სთავაზობს უახლესი ფრანგული ვერტმფრენებით
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49