ავარიის შედეგად დაშავებული ქართველი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა

ავარიის შედეგად დაშავებული ქართველი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა

თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართველი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს, უწყების ინფორმაციით, ისინი კვლავ თურქეთის კლინიკაში რჩებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

როგორც ცნობილია, კიდევ ერთ დაშავებულ ქალს, რომელიც ერთ-ერთი ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი