ვანო ჯავახიშვილის პასუხი ემზარ კვიციანის სკანდალურ განცხადებაზე - "ჩემს თავზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, ჩემი ოჯახი ღელავს"

ვანო ჯავახიშვილის პასუხი ემზარ კვიციანის სკანდალურ განცხადებაზე - "ჩემს თავზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, ჩემი ოჯახი ღელავს"

პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა "ფეისბუქზე" სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა დააანონსა. სოციალურ ქსელში მის პოსტს უამრავი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. თავად იუმორისტი პარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე პირველ კომენტარს Ambebi.ge-სთან აკეთებს:

- ვანო, თუ გაეცანით ემზარ კვიციანის განცხადებას, სადაც ის თქვენს მკვლელობას აანონსებს?

- წავიკითხე ეს განცხადება და ჩემი აზრით, ასეთი ინფორმაციის გავრცელება, თუ ადამიანს საფუძველი არ აქვს, კანონით უნდა რეგულირდებოდეს. ჩემს თავზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, ჩემი ოჯახი ღელავს და ეს დისკომფორტს მიქმნის. ჩემთვის სულერთია ემზარ კვიციანი რას დაწერს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაწერა ეს დეპუტატმა?

- ალბათ რაღაც არ მოეწონა. მოგეხსენებათ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში იმყოფებოდნენ, ჩვენი ტელეკომპანია პროდასავლური მიმართულების არის, ამიტომ მათ ვიზიტს გადაცემის მონოლოგში სატირულად გამოვეხმაურეთ და ალბათ ემზარ კვიციანმა ეს სატირა ვერ მიიღო. ამ განცხადებას მე სერიოზულად არ აღვიქვამ, მაგრამ უბედურება ის არის, როდესაც დეპუტატი ასეთ პოსტს წერს. ასევე უბედურება არის ისიც, რომ შესაბამისი უწყება არ ინტერესდება ამით და არ ხდება რეაგირება. ამ სისულელეზე ჩივილს და სასამართლოში სიარულს ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება ნამდვილად უნდა მოახდინონ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი