საქართველოში აღებული მართვის მოწმობით სარგებლობა, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებშიც შესაძლებელი გახდეს

საქართველოში აღებული მართვის მოწმობით სარგებლობა, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებშიც შესაძლებელი გახდეს

უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ჩვენი მართვის მოწმობების აღიარების კუთხით, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა "ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში, ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთ-ერთი უწყება, რომელსაც აქვს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, მემორანდუმი და ხელშეკრულება გაფორმებული. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან. განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ევროკავშირის მიმართულებით და შემიძლია გითხრათ, რომ დანაშულის კლებაა მთელ რიგ იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის ატაშეებია გაგზავნილი", - განაცხადა ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ელჩებს გააცნობს იმ პრიორიტეტებს, რაზეც უწყება მუშაობს, როგორიცაა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, რეადმისიის თემები, საზღვრის დაცვა, საგანგებო სიტუაციები.

"რაც მთავარია, უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ჩვენი მართვის მოწმობების აღიარების კუთხით, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ დიალოგი, რამდენიმე ქვეყანასთან და ახლა საჭიროა ამ მიმართულების უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანა. ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობების ქუჩაში გატანა მოხდება და მართვის მოწმობის გამოცდა გართულდება, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ამ პროცესს", - განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ მუშაობა მიმდინარეობს იმ კუთხით, რომ აღიარება მოხდეს ყველა მართვის მოწმობის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი