აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს

აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს

აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სასახლესთან ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს, რომელსაც 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება. აქციის მონაწილეები რკინიგზელთა სახლიდან მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიამდე ფეხით მსვლელობას გამართავენ.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას გამოხატავენ იმ ქალების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობას განიცდიან, მათ შორის სექსუალურ შევიწროებას. აქციის მონაწილეები ასევე ეხმაურებიან რამდენიმე დღის წინ გამართულ ე.წ. "ქართველთა მარშს" და აცხადებენ, რომ მისი ორგანიზატორები ძალადობრივი იდეების დემონსტრაციას ახდენენ როგორც ქალების, ისე უცხოელების წინააღმდეგ. მათივე განცხადებით, ამის ერთ-ერთი მაგალითია თათია დოლიძის წინააღმდეგ წარმართული კამპანია სოციალურ ქსელებში და ჯგუფური გაუპატიურების მუქარა.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით გააქტიურდეს და მკვეთრად დააფიქსიროს სახელმწიფო პოლიტიკა, ხოლო ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან მსგავსი ტიპის აგრესიული ქმედებებით, სათანადოდ მოკითხონ პასუხი.

უსაფრთხოებისთვის აღმაშენებლის გამზირზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი