როგორ გამოიყურება ქართული წარმოების გადასატანი კოტეჯი

როგორ გამოიყურება ქართული წარმოების გადასატანი კოტეჯი

Kote.ge ახალი ქართული ბრენდია, რომელიც კოტეჯების ადგილზე მიტანასა და აწყობას უზრუნველყოფს. პროექტის ერთ-ერთი ავტორის, გიორგი ესვანჯიას თქმით, კოტეჯის უპირატესობა მისი ფასისა და ხარისხის ერთმანეთთან შესაბამისობაა. პირველი პროტოტიპი რამდენიმე პირისგან შემდგარმა ჯგუფმა ადგილზე 25 წუთში ააწყო.

"დღეს სახლის აშენება ან ყიდვა დიდ თანხებთან, დროსთან, ენერგიასთან და ისეთ პროცესებთანაა დაკავშირებული, რომელში ჩაბმაც არავის არ უყვარს. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ეს პროცესი აბსოლუტურად ანულირებული იყოს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოინდომებს, რომ მსგავსი ტიპის კოტეჯი ჰქონდეს, შეკვეთიდან უახლოესი ერთი ან ორი დღის განმავლობაში, მიიღებს მზა პროდუქტს. გარდა ამისა, ამ კოტეჯის დაშლა და სხვა ადგილას გადატანაც არის შესაძლებელი," - განმარტავს პროექტის ერთ-ერთი ავტორი და დასძენს, რომ კოტეჯის გამძლეობა კლიმატურ პირობებში ჯერჯერობით შემოწმებული არ არის, თუმცა ქარს, თოვლსა და სხვა ატმოსფერულ ცვლილებებს აუცილებლად გაუძლებს.

გიორგი ესვანჯიასა და მისი პარტნიორების მიერ შექმნილი პირველი კოტეჯი 9 კვ.მ ფართობისაა და შვიდი ნაწილისგან შედგება. კედლების ასაწყობად გამოყენებულია ხის კარკასი, ხოლო სახლი შინდლითაა გადახურული. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი