"ინფექციის გამო, რითაც დელფინები არიან დაავადებული, შავ ზღვაში ბანაობა საფრთხეს არ წარმოადგენს"

"ინფექციის გამო, რითაც დელფინები არიან დაავადებული, შავ ზღვაში ბანაობა საფრთხეს არ წარმოადგენს"

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მორბილვირუსულის ინფექციის გამო, რითაც სავარაუდოდ, დელფინები არიან დაავადებული, შავ ზღვაში ბანაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ განუცხადა, აღნიშნული ვირუსი ადამიანზე არ გადადის.

"ეს ვირუსი ადამიანს არ გადაეცემა და ამ ვირუსით უშუალოდ წყალი არ ბინძურდება. დელფინები არიან ვირუსით დაავადებული, თუმცა ძუძუმწოვრიდან ადამიანზე ვირუსი არ გადადის. შესაბამისად, კონკრეტულად დელფინებთან დაკავშირებული ვირუსის ნაწილში შავი ზღვა სრულიად უსაფრთხოა", - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

რაც შეეხება იმას, რომ სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მკვდარ დელფინს არ შეეხონ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ეს რეკომენდაცია მხოლოდ იმის გამო გაიცა, რომ ძუძუმწოვრები შესაძლოა სხვა ვირუსებითაც იყვნენ დაავადებული.

"თუ ძუძუმწოვარი მორბილვირუსულის ინფექციით ავადდება, მას უქვეითდება იმუნიტეტი და შესაბამისად, შეიძლება რაღაც სხვა ტიპის ვირუსსაც ატარებდეს. ამიტომ ვუთხარით ადამიანებს, რომ არ შეეხონ მკვდარ ძუძუმწოვრებს, რადგან რაღაც სხვა ტიპის ვირუსის გადადება არ მოხდეს, რისი თეორიული შანსიც არსებობს", - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა.

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, წელს, შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

მსავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტო მოსახლეობას სთხოვს, დაუკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი