ვის მიიჩნევენ ცნობილი ქართველი მამაკაცები იდეალურ ქალად?

ვის მიიჩნევენ ცნობილი ქართველი მამაკაცები იდეალურ ქალად?

ვინ არის თქვენთვის იდეალური ქალი? - ამ შეკითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, რადგან სილამაზის აღქმა ყველასათვის განსხვავებულია. ვიღაც ფიქრობს, რომ იდეალურ ქალს ანჯელინა ჯოლის გარეგნობა, მარგარეტ ტეთჩერის ჭკუა და ჯოკონდას ღიმილი უნდა ჰქონდეს, ვიღაცისთვის კი, იდეალი საკუთარი დედა ან მეუღლეა. ჩვენ ეს კითხვა სხვადასხვა ასაკის, გემოვნებისა და პროფესიის ქართველ მამაკაცებს დავუსვით. მათმა პასუხებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ გემოვნებაზე არ დაობენ:

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი მეუღლე ჩემთვის ქალის იდეალია. ქალის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თავდაპირველად სწორედ გარეგნობას აქცევ ყურადღებას, მერე კი - მის ხასიათს და თვისებებს. თუ ერთნაირი გემოვნება, მოვლენებისადმი ერთნაირი დამოკიდებულებაც გაქვთ, ეს უკვე მტკიცე ოჯახის შექმნის საფუძველი ხდება. ლამაზ ქალს ამქვეყნად რა გამოლევს, მაგრამ ხმას რომ ამოიღებს და მოგეწონება, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სერიოზული შრე ურთიერთობაში. სხვათა შორის, ქალის აქტიურობაც მისაღებია, შეიძლება პირველი ნაბიჯიც გადმოდგას, მაგრამ ზომიერება აქაც საჭიროა: თუ ქალი მამაკაცთან მივა, ქეჩოთი დაიჭერს და ეტყვის - ძალიან მომწონხარ და აბა, რას იტყვიო - იმ კაცის გულს ვერასოდეს მოიგებს. ასეთი ჰიპერაქტიური ქალი ნებისმიერ მამაკაცს დააფრთხობს. მე იმ აზრის მომხრე ვარ, რომ უშნო და ულამაზო ქალი არ არსებობს, უბრალოდ, არსებობენ ქალები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი მომხიბვლელობა წარმოაჩინონ. ამიტომ, ქალი ყოველთვის უნდა ცდილობდეს თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. ყველაზე ჭკვიან პოლიტიკოს ქალებს შორის კი დავასახელებდი მარგარეტ ტეთჩერს, ბენაზირ ბჰუტოს და ინდირა განდის. საქართველოში ძალიან საინტერესო პოლიტიკური ფიგურები არიან ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია და ელენე ხოშტარია. თითოეული მათგანი ძალიან ქალური და ამავე დროს, ჭკვიანია.

შოთიკო ნოზაძე, მსახიობი:

- როდესაც სილამაზეზე საუბრობენ, პირველ რიგში, მონიკა ბელუჩი და შარლიზ ტერონი მახსენდება. ოღონდ, ეს მშვენიერი ქალები მარტო გარეგნობით კი არა, სამსახიობო ოსტატობითაც გამოირჩევიან. ბავშვობაში ძალიან მიკვირდა, როცა ჩემი ტოლები რომელიღაც მსახიობს ან მომღერალს გააიდეალებდნენ და მერე მის პლაკატებს და სურათებს აგროვებდნენ. ასე `ჩაციკლული~ არავისზე ვყოფილვარ. ჩემი აზრით, გოგონებს უფრო ახასიათებთ მიბაძვა, თავს რომელიმე ცნობილ მსახიობს ადარებენ და იმისათვის, რომ მას დაემსგავსონ, პლასტიკურ ოპერაციებსაც იკეთებენ. ასეთები არ ფიქრობენ, რომ ანჯელინა ჯოლის ტუჩი, ცხვირი, ან რომელიმე ნაკვთი შეიძლება ყველას არ მოუხდეს. მე ბუნებრიობის მომხრე ვარ, მაკიაჟიც ზომიერი მომწონს. თანაც, მიმაჩნია, რომ ქალს მარტო გარეგნობა კი არა, ინტელექტიც უნდა ამკობდეს. საქმიანი და ინტელექტუალი ქალის იდეალი ჩემთვის ჰილარი კლინტონია, რომელსაც ბევრი სხვა ღირსებაც აქვს.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:

- როდესაც შუახნის ასაკს გა­დააბიჯებ, ადამიანებს სულ სხვა თვალით აფასებ. მე ბედის მადლობელი ვარ, რომ თავის დროზე სწორი არჩევანი გავაკეთე და ცხოვრების თანამგზავრად ის ადამიანი ავირჩიე, რომელიც დღემდე მხარში მიდგას. ჩემი მეუღლე ძალიან მაღალი სტანდარტების მქონე ქალია. ის ყოველთვის სანიმუშო იყო - პროფესიაშიც და ოჯახშიც, ამიტომ, ნებსით თუ უნებლიეთ, მეც სულ ფორმაში უნდა ვყოფილიყავი. ახლაც, როდესაც ვხედავ მის დამოკიდებულებას შვილებთან, შვილიშვილებთან და ოჯახთან, ვხვდები, რომ ცოლად იდეალური ქალი ავირჩიე. რა თქმა უნდა, საქართველოში ყოველთვის არსებობდნენ ქალბატონები, რომელთა მიმართ ენით აუწერელი პატივისცემა და მოკრძალება მქონდა, მათ შორის მედეა ჯაფარიძეს და ანა კალანდაძეს გამოვარჩევდი - როგორ შეიძლებოდა ასეთი ჭკვიანი და გამორჩეული ქალების მიმართ პატივისცემის გრძნობა არ მქონოდა? კიდევ არაერთი მანდილოსანი ვიცი, რომელიც მარტო თავისი გარეგნობით კი არა, ინტელექტითაც გამორჩეულია და ყველას ხიბლავს. შეიძლება ქალი არ იყოს თავისი გარეგნობით გამორჩეული, მაგრამ ბევრ მამაკაცს უყვარდეს, რადგან სილამაზის შეფასება ინდივიდუალურია. ძალიან ბევრი ჭკვიანი ქალი გვყავს, თანაც, მატრიარქატი გვიახლოვდება და უკვე დროა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ან თბილისის მერი ქალბატონი იყოს... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი