რატომაა ზაფხული საუკეთესო პერიოდი ზამთრის კურორტზე ბინის შესაძენად

რატომაა ზაფხული საუკეთესო პერიოდი ზამთრის კურორტზე ბინის შესაძენად

უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. იმ დროს, როცა უმრავლესობა ჩვენგანი პირველ რიგში ადგილმდებარეობასა და ხედებზე ვფიქრობთ, ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება ერთი არცთუ უმნიშვნელო დეტალი - წელიწადის დრო, ანუ სეზონი, როცა მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება უფრო ხელსაყრელია თანხის დაზოგვის მიზნით.

უძრავის ქონების ექსპერტთა თქმით, შემოდგომასა და ზაფხულზე უძრავი ქონების ბაზარი ტრადიციულად აქტიურდება. მათივე თქმით, ზაფხული კიდევ უფრო ხელსაყრელი პერიოდია ზამთრის კურორტებზე ბინის შეძენისთვის.

ბოლო წლებში საქართველოს ზამთრის კურორტები - გუდაური და ბაკურიანი არა მხოლოდ ტურისტებისთვის გახდა მიმზიდველი, არამედ მათთვის, ვისაც აქ საკურორტო ქონების შეძენა სურს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაკურიანსა და გუდაურში უძრავი ქონების ყიდვით ქართველების გარდა, ბევრი უცხოელია დაინტერესებული. სპეციალისტთა თქმით, გუდაური ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი სამთო-სათხილამურო კურორტია და თუ მისი განვითარების ტემპებს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საინვესტიციო თვალსაზრისით მალე იმაზე უფრო მიმზიდველი გახდება, ვიდრე დღეს არის და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ფასებმაც აიწიოს.

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ბათუმის ოფისი უკვე მეორე წელია ადგილობრივ მომხმარებელსა და ბათუმში ჩასულ უცხოელ ტურისტებს ადგილზე სთავაზობს ბათუმში, გუდაურსა და ბაკურიანში კომპანიის მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციას.

როგორც დედაქალაქის, ასევე „რედკოს“ ბათუმის ოფისში მისულ მომხმარებელს შეუძლია ვიზუალურად და დეტალურად გაეცნოს კომპანიის თითოეულ პროექტს - ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმსა და თბილისში.

ახალი გუდაურის განვითარების პროექტი 26 ნაგეგობის მშენებლობას ითვალისწინებს. კურორტის ახალ ნაწილში წარმოდგენილი იქნება „რედკოს“ ბრენდირებული აპარტოტელები, ასევე ცნობილი საერთაშორისო სასტუმროების ბრენდები.

ახალ გუდაურში სასტუმროს ტიპის აპარტამენტების შეძენა შესაძლებელია სრული რემონტით, ასევე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის ინდივიდუალურ დიზაინსა და მაღალი ხარისხის ევროპულ ავეჯს.

აპარტოტელი The Valley, Bakuriani მდებარეობს ბაკურიანის ყველაზე განვითარებულ ნაწილში, დიდველის ტერიტორიაზე, გონდოლას საბაგირო გზასთან. ის იმუშავებს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.

კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს 24-საათიან დაცვას, თხილამურების სათავსოს, ღია და დახურულ კაფესა და რესტორანს, ფიტნეს ცენტრს, დახურულ აუზს, მიწისქვეშა ავტოსადგომს. აპარტამენტების შეძენა შესაძლებელია დასრულებული რემონტით.

ყველა ამ პროექტთან დაკავშირებულ კითხვაზე სასურველ პასუხს მომხმარებლების „რედკოს“ ბათუმის გაყიდვების ოფისში მიიღებენ, რომელიც ბულვარის შესასვლელთან, ნინოშვილის ქუჩაზე „ბათუმი თაუერის“ მშენებლობის პირველ სართულზეა განთავსებული.

„გვინდა ამ გზით მომხმარებელს და პირველ რიგში, ბათუმელებს გავუადვილოთ ბინის შეძენა ზამთრის კუროტებზე. ბათუმის გაყიდვების ოფისის მეშვეობით, მათ აღარ მოუწევთ სასურველ კითხვებზე პასუხის ძიება თბილისში და საინტერესო ინფორმაცია შეუძლიათ თავიანთი ქალაქიდან გაუსვლელად მიიღონ“, - აცხადებენ „რედკოში“.

მარი ჯავახიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი