თურქეთში საქართველოს ელჩი - მიწისძვრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ცხელ ხაზზე შემოსული იყო ზარები, ძირითადად შიშის მომენტი ჰქონდათ

თურქეთში საქართველოს ელჩი - მიწისძვრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ცხელ ხაზზე შემოსული იყო ზარები, ძირითადად შიშის მომენტი ჰქონდათ

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა.

ელჩის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ბოდრუმში ისვენებდნენ ცხელ ხაზზე რამდენიმე ზარი შევიდა, თუმცა დაშავების ან რაიმე პრობლემის შესახებ მათ არ მიუმართავთ.

”მიწისძვრის ეპიცენტრი იყო საბერძნეთის მხარეს, ეგეოსის ზღვაზე და თურქეთში, კერძოდ ბოდრუმში, საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა 6,3 ბალი დაფიქსირდა. თურქეთში დაზიანებულია ძველი შენობები და რაც მთავარია მსხვერპლი არ არის. სულ 90 ადამიანია დაშავებული. შეინიშნებოდა შიში და პანიკური მდგომარეობა. ღამის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ვინც იქ ისვენებს, ცხელ ხაზზე იყო შემოსული ზარები და ძირითადად შიშის მომენტი ჰქონდათ. საქართველოს მოქალაქეები მისწისძვრის შედეგად არ დაშავებულან”, - განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი