თბილისის რომელ უბანში ყიდულობენ ბინას ყველაზე ხშირად

თბილისის რომელ უბანში ყიდულობენ ბინას ყველაზე ხშირად

თბილისის უბნებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე ვაკე დომინირებს, რომელსაც საბურთალო და სამგორი მოსდევს.

სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამას ბაზრის ყოველწლიური მიმოხილვაც ადასტურებს. კვლევითმა ინსტიტუტმა "აისეტმა" ქართული სამშენებლო სექტორი ძირეულად შეისწავლა. ამ კვლევის შედეგებზე "აისეტის" მკვლევარ ოლგა აჟგიბეცევას ვესაუბრეთ:

- ბოლო წლების მონაცემებით, რა წვლილი შეაქვს სამშენებლო სექტორს ჩვენს ეკონომიკაში?

- ეს მართლაც მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში: 2016 წელს, სამშენებლო სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 8% -ს გაუტოლდა. რეგიონების მიხედვით ამ სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ასე გამოიყურება: აჭარა - 15%; თბილისი - 11%; შიდა ქართლი - 6%; ქვემო ქართლი - 3%; სამცხე - ჯავახეთი - 3%; გურია - 3%; სამეგრელო - 2%, იმერეთი - 3% და კახეთი - 2%. 2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი 6.1 %-ით გაიზარდა და გაყიდვების რაოდენობამ 21 611 ერთეული შეადგინა.

პარალელურად, 14.7%-ით გაიზარდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვებში 38.7% შეადგინა. დედაქალაქში 2017 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების 8 353 გაყიდვა დაფიქ-სირდა, თვეებს შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა მარტი - ამ თვეში სულ 3 360 ტრანზაქცია განხორციელდა.

- როგორია საშუალო ფასები უბნების მიხედვით თბილისსა და სხვა ქალაქებში?

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი