სანდრო კურცხალიძის ცალმხრივი სიყვარული - "რომ დავინახო, შეიძლება, ისევ შემიყვარდეს"

სანდრო კურცხალიძის ცალმხრივი სიყვარული - "რომ დავინახო, შეიძლება, ისევ შემიყვარდეს"

სანდრო კურცხალიძე "X ფაქტორში" გამოჩენისთანავე მაყურებელთა ყურადღების ცენტრში მოექცა: განსხვავებული ხმის ტემბრის მქონე ბათუმელი ბიჭი, რომელიც შეიძლება ითქვას, პროექტში შემთხვევით მოხვდა, ფინალისკენ ისე მიიწევდა, რომ ამას თავადაც ვერ აცნობიერებდა... სიმღერაში წარმატების მიუხედავად, პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით, სანდრო ისევ ორჭოფობს...

- ხალხისგან უფრო მეტად, კარგ დამოკიდებულებას, სითბოს, სიყვარულს ვგრძნობ... რა თქმა უნდა, ზოგჯერ კრიტიკაც არის, მაგრამ ამას მივესალმები.

- ძირითადად, რას გიკრიტიკებენ?

- ზოგი ამბობს, სიმღერისას ყელს ძალას ატანს, ვიღაცას ჰბაძავსო...

- ცდილობ, მათ აუხსნა, რომ ეს ასე არ არის?

- თავს ვალდებულად არ მივიჩნევ, ვინმეს რამე ავუხსნა. ვისაც მოსწონს, მოსწონდეს, ვისაც - არა, პრობლემა არ არის. უბრალოდ, ერთი რამ არ მესმის: თუ არ მოსწონთ, რატომ უსმენენ? კრიტიკა გასაგებია, მაგრამ გალანძღვა - არა.

- მოდი, ჟურნალის მკითხველებს უამბე - პროექტში მონაწილეობა როგორ გადაწყვიტე?

- მე არ გადამიწყვეტია: ჩემი მეგობარი "X ფაქტორის" პრეკასტინგზე მიდიოდა. მთხოვა, გამომყევიო. არ ვიცოდი, რისი კასტინგი იყო. გავყევი და მერე ისე მოხდა, რომ სცენაზე გამოვედი.

- სცენაზე გასვლამდე არ ფიქ­რობდი, რომ შეიძლება სიმღერა ცუდად შეგესრულებინა?

- არა, სცენაზე "X ფაქტორში" მონაწილეობამდეც ვიდექი - ამის გამოცდილება მქონდა, მაგრამ ასეთ პროექტთან და ტელევიზიასთან შეხება არ მქონია. ცოტათი ვნერვიულობდი, რა თქმა უნდა, რადგან ჩემთვის პირველი პროექტი იყო. ავღელდი, მაგრამ ისე - არა, რომ შემტყობოდა.

- ჟიურისგან, მაყურებლებისგან ასეთ რეაქციას ელოდი?

- რა თქმა უნდა, გაკვირვებას ველოდი (მაგრამ - დოზირებულს), რადგან სხვანაირი ტემბრის ხმა მაქვს. არ მეგონა, ჩემზე ასეთ აქცენტს თუ გააკეთებდნენ...

- რამდენი ხანია, რაც მღერი?

- გონზე რომ მოვედი, იმ დღიდან (იცინის). თავდაპირველად, ფანდურით დავიწყე: ჩემი მეზობელი ანსამბლის ხელმძღვანელი იყო. ჩემმა მშობელმა მუსიკის ხმა გაიგონა და მითხრა: - სანდრო, არ გინდა, შევიდეთო? დიდად არაფერი მაინტერესებდა და ყველაფერზე ვთანხმდებოდი... იქიდან დაიწყო და დაიწყო!... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი