ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებით დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას პასუხობს

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებით დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას პასუხობს

ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს იმ მოთხოვნით, რომ სრულად იქნეს ანაზღაურებული ის ზიანი, რომელიც "რუსთავი 2"-ს სახელმწიფოს საქმიანობით მიადგა, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გვარამია გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა კომპანიამ გადასახადი უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაკონკურენტიანი გარემო იქნება.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ, მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა პირველ რიგში მას ევალება. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ეს არის კანონის მძიმე დარღვევა. ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი არა მხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ყველა მსხვილი უცხოელი ინვესტორისთვის, რომ ტელეკომპანია "იმედის" ერთი კითხვით შესაძლოა ცნობილი გახდეს მთელი ის ფინანსური საგადასახადო და ფინანსური წყება, რომელიც კომპანიას ზურგს უკან აქვს.

ეს არის კონკურენტუნარიანობის დარღვევა და კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც დღეს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. შემთხვევითი არაა, რომ "იმედის" ეთერში გააკეთა ეს, "იმედი" უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს სიუჟეტის გაკეთებას ამ საკითხზე, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ჩვენთან. როგორც ჩანს, სახელმწიფოსა და "იმედის" ერთობლივი მოქმედებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. "რუსთავი 2" უკვე 2 წელია იმყოფება უმძიმეს ფინანსურ წნეხში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დავალიანება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოს დავალიანება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ.

"ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლო დაწესებულებებს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს იმ მოთხოვნით, რომ სრულად იქნეს ანაზღაურებული ის ზიანი, რომელიც "რუსთავი 2"-ს სახელმწიფოს საქმიანობით მიადგა მთელი ამ წლების განმავლობაში", - აღნიშნა გვარამიამ.

"რუსთავი 2" - ის გენერალურმა დირექტორმა პირდაპირ ეთერში ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გათქმა მოითხოვა.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ამ წლების განმავლობაში არავითარ გადასახადს არ იხდის. ის ჩვეულებრივი ბიზნესმენია და გვაინტერსებს რატომ არის ჩაყენებული პრივილეგირებულ მდგომარეობაში. გამჟღავნდეს ბიძინა ივანიშვილის საგადასახადო ინფორმაცია", - განაცხადა გვარამიამ.

ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი, რადგან როცა ერთი კომპანია არ იხდის, არაკონკურენტუნარიანი გარემო იქმნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ფინანსური დავალიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქუმსიშვილმა დაადასტურა, რომ "რუსთავი 2"-ს ფინანსური დავალიანება აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი