შემოსავლების სამსახური - ფინანსთა მინისტრის კომენტარი, რომ „რუსთავი2“-ს აქვს საგადასახადო დავალიანება, საგადასახადო საიდუმლოს არ წარმოადგენს

შემოსავლების სამსახური - ფინანსთა მინისტრის კომენტარი, რომ „რუსთავი2“-ს აქვს საგადასახადო დავალიანება, საგადასახადო საიდუმლოს არ წარმოადგენს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ 21 ივლისს ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის "კ" ქვეპუნქტის თანახმად: საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს და ამდენად, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი