The New York Times - თეთრი სახლის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა

The New York Times - თეთრი სახლის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა

თეთრი სახლის პრესმდივანი შონ სპაისერი დღეს დილით თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სპაისერმა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორად ნიუ-იორკელი ფინანსისტის ენტონი სკარამუჩის დანიშვნას.

"ბატონმა ტრამპმა ბატონ სკარამუჩის სამუშაო დღეს შესთავაზა. პრეზიდენტმა ბატონ სპაისერს სამსახურში დარჩენა სთხოვა, მაგრამ მან პრეზიდენტს განუცხადა, რომ სკარამუჩის დანიშვნა სერიოზული შეცდომა იყო", - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი