გია კორკოტაშვილმა თათია დოლიძეს პირდაპირ ეთერში ბოდიში მოუხადა - "მე რაინდულად დავრეკე და აწი თათიაზეა დამოკიდებული"

გია კორკოტაშვილმა თათია დოლიძეს პირდაპირ ეთერში ბოდიში მოუხადა - "მე რაინდულად დავრეკე და აწი თათიაზეა დამოკიდებული"

"ქართული მარშის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა თათია დოლიძეს ბოდიში საჯაროდ მოუხადა. მან ტელეკომპანია "იბერიას" პირდაპირ ეთერში მაშინ დარეკა, როცა გადაცემაში თათია დოლიძე საუბრობდა. კორკოტაშვილის განცხადებით, მომხდარით შეწუხებულია. მისივე თქმით, აღნიშნულ ინციდენტში ყველას თავისი წილი დანაშაული აქვს ჩადენილი.

"ქართველტა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, მას არ ეშინია სამართლის, ის უბრალოდ ურთიერთობის ნორმალიზებასა და კონფლიქტის დასრულებას ცდილობს.

"ამ კონფლიქტურ სიტუაციაში ყველას თავისი დანაშაული აქვს. მე ჩემი წილი რაც მაქვს, იმაზე შემიძლია თათიას ვთხოვო პატიება. თათია თუ ვერ გრძნობს დანაშაულს თავის ქმედებაში, ეს მან უნდა დააფიქსიროს, აქედან გამომდინარე იქნება ჩვენი ურთიერთობა მომავალში. მე რაინდულად დავრეკე და როგორც წესი იყო ასე დავაფიქსირე და აწი თათიაზეა დამოკიდებული", - აღნიშნა გია კორკოტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თათია დოლიძემ ე.წ. "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც მარშის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან ასევე "ფეისბუქში" მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს თბილისის მთავარმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა თათია დოლიძე და გია კორკოტაშვილი.

ნახეთ ვიდეო

წაიკითხეთ: "არცერთს არ შეგრჩებათ!!!" - თათია დოლიძის მეუღლე "ქართველთა მარშის" მონაწილეთა უხამს კომენტარებს პასუხობს

"იქ დედაჩემი იბრძვის სიცოცხლისთვის...ვიმუშავებ ანაზღაურების გარეშე" - ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა მზადაა კლინიკაში ექთნის დამხმარედ იმუშაოს

"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და 4 დღეში იმუნურმა მაჩვენებლებმა მიაღწია კრიტიკულ დონეს" - თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ