ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, პოლიციამ მობილურზე საუბრისთვის 1672 მძღოლი დააჯარიმა

ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, პოლიციამ მობილურზე საუბრისთვის 1672 მძღოლი დააჯარიმა

მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მობილურზე საუბრის ფაქტებმა რადიკალურად იკლო. როგორც „ინტერპრენიუსს“ შსს-დან აცნობეს, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტებმა, 1-დან 7 ივლისის ჩათვლით 1769-ით იკლო.

კერძოდ, ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ საპატრულო პოლიციამ მობილურზე საუბრისთვის 1672 მძღოლი დააჯარიმა. კანონმდებლობის თანახმად ავტომანქანით გადაადგილებისას მობილურზე საუბრისთვის მძღოლს მართვის მოწმობაზე 15 ქულა აკლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1-დან 7 ივლისის ჩათვლით დაფიქსირებული მონაცემები, 24-30 ივნისს დაფიქსირებულ სამართალდარღვევების რაოდენობას შეადარა. ამ მაჩვენებლების თანახმად, 100- ქულიანი სისტემის ამოქმედებამდე მობილურით კომუნიკაციისთვის 3441 ჯარიმა დაიწერა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი