"უცნობთან" დუეტი შემდეგ, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა - როგორ შეცვალა სიმღერის გამო ქილიკმა და დაცინვამ სასულიერო პირის ცხოვრება

"უცნობთან" დუეტი შემდეგ, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა - როგორ შეცვალა სიმღერის გამო ქილიკმა და დაცინვამ სასულიერო პირის ცხოვრება

მამა სერაფიმე საქართველოს დროებით ტოვებს,- ამის შესახებ ვიდეო-მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც სქემარქიმანდრიტი თავად ავრცელებს.

მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც უცნობმა (გია გაჩეჩილაძემ)ეკლესიაში ლექსი წაიკითხა, მას წირვა არ ჩაუტარებია.

"მთელი გულით და სიყვარულით ყველას მოგმართავთ. მინდა ყველას შენდობა გთხოვოთ, ვისაც დაგაბრკოლებთ. მინდა ყველას დროებით დაგემშვიდობოთ. გუშინ ავიღე ლოცვა-კურთხევა უწმინდესისგან და მინდა ცოტა ხნით გავერიდო ამ ყველაფერს. მინდა დავფიქრდე ძალიან ბევრ რამეზე და შემდგომ მივიღო გადაწყვეტილება, ამის დრო უკვე მოვიდა. არ მესმის ქილიკი და დაცინვა, გული დამწყდა როცა სასულიერო პირების კომენტარები წავიკითხე. შეეძლოთ მათ დაეფიქსირებინათ პოზიცია, თუმცა დაცინვაზე გული დამწყდა. თუ რამე დავაშავე მომმართე სიყვარულით და გამოვასწორებ, რისთვის არის ქილიკი და დაცინვა არ მესმის", - აღნიშნა მამა სერაფიმემ.

მან რომის პაპის ვიზიტის დროს სვეტიცხოველში შესრულებული გალობა გაიხსენა.

"ჯერ იყო და სვეტიცხოველში გალობის გამო იუდა მეძახეს, მერე იყო ლუჟოვის ვიზიტი და თურმე უნდა გამეგდო. ლექსი, რომელიც დაწერა გია გაჩეჩილაძემ, რომელსაც უწმინდესმა აღსარება დაარქვა, თურმე ანათემაზე ვარ ამის გამო გადასაცემი. არ არსებობს ადამიანმა დაწეროს ასეთი ლექსი და არ შეიგრძნოს იგი. არ არსებობს იგალობოს ადამიანმა და ამ გალობის დროს ნამდვილად არ ვავედრებდე თავს უფალს. მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ეკლესია, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც მოვტყდი", - აცხადებს მამა სერაფიმე.

მისივე თქმით, საქართველოში სავარაუდოდ, მარიამობის მარხვაში დაბრუნდება და "სავარაუდოდ იმ დროს ყველაფერი გადაწყდება".

იხილეთ ვიდეო

დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი - დღეიდან რეგულაცია იცვლება

რა შემთხვევაში დაწესდება შეღავათები ვაქცინირებულებისთვის - ამირან გაყრელიძის განცხადება