როგორია 6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გორში, მესამე სართულიდან გადმოვარდა

 როგორია 6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გორში, მესამე სართულიდან გადმოვარდა

გორში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა, ნეიროქირურგმა ლიკა ხორბალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია და მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში, რომ გადაწყდეს შემდგომში მკურნალობის ტაქტიკა".

ლიკა ხორბალაძის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. "პაციენტი კლინიკაში გუშინ შუადღისას შემოვიდა. მდგომარეობა მძიმე იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მართვით სუნთქვაზე მყოფი შემოიყვანეს. ჩატარებული ჰქონდა კომპიუტერული ტომოგრაფია, რითაც დადგენილი იყო ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, რომელიც გამოიხატებოდა ქალას სარქვლისა და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობით. ასევე, მოტეხილობის მიმდებარედ ვლინდებოდა სუბდურული ჰემატომა და თავის ტვინის მრავლობითი დაჟეჟილობის კერები.

ჩატარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის მიხედვითაც მდგომარეობა შეცვლილი არ არის - რჩება მოტეხილობები და დაჟეჟილობების უბნები თავის ტვინში. ჩვენ ვახდენთ პაციენტის მონიტორირებას და შესაბამის მკურნალობას", - განაცხადა ლიკა ხორბალაძემ.

6 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გუშინ გადმოვარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი