სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა აღმაშენებლის გამზირზე - რა ხდება ადგილზე კონტრაქციის დაწყებამდე

სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა აღმაშენებლის გამზირზე - რა ხდება ადგილზე კონტრაქციის დაწყებამდე

აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია "ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრაქციის მონაწილეები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი შესაძლებლობას არ მისცემენ "ევროპული საქართველოს" ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მარში მოაწყონ. აქციას უკვე შეუერთდნენ "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები, რომელთა ნაწილიც დღეს საქართველოს პატრიარქს შეხვდა. ასევე აქციაზე იმყოფებიან რიგი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და რიგითი მოქალაქეები.

ადგილზე განსაკუთრებული მობილიზებაა შსს-ს წარმომადგენლების. მათ სპეციალური ჯებირები აქვთ განლაგებული. რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიის ოდნავ ქვემოთ კი "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან, რომლებიც 20:00 საათზე აქციას გამართავენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

იხილეთ LIVE აღმაშენებლის გამზირიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი