"მეცოცხე ვარ, მეცოცხე" - "ქართველთა მარშის" მხარდამჭერი კონტრაქციაზე ცოცხით მივიდა

"მეცოცხე ვარ, მეცოცხე" - "ქართველთა მარშის" მხარდამჭერი კონტრაქციაზე ცოცხით მივიდა

აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია "ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრაქციის მონაწილე ადგილზე ცოცხით მივიდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას აპროტესტებს დღევანდელ აქციაზე, მამაკაცმა აღნიშნა, "მეცოცხე ვარ, მეცოცხე".

ნახეთ ვიდეო

ცნობისთვის, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქციის მონაწილეები არიან მობილიზებული. მათი თქმით, ისინი შესაძლებლობას არ მისცემენ "ევროპული საქართველოს" ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მარში მოაწყონ. აქციას უკვე შეუერთდნენ "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები, რომელთა ნაწილიც დღეს საქართველოს პატრიარქს შეხვდა. ასევე აქციაზე იმყოფებიან რიგი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და რიგითი მოქალაქეები. ასევე ადგილზე სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.

პარალელურად მარჯანიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის კვეთაზე პოლიტიკური გაერთიანება "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი