ბიძინა ივანიშვილი მის ჯანმრთელობაზე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ბიძინა ივანიშვილი მის ჯანმრთელობაზე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის ჯანმრთელობაზე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ პირველად გამოჩნდა. იგი Black Sea Arena- ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. როგორც ირკვევა ექსპრემიერი კონცერტზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება. ფოტოები, სადაც ივანიშვილი Black Sea Arena-ზე გადაღებული, სოციალურ ქსელში ვრცელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერენ სტომატოლოგი თამუნა ყურაშვილი, ასევე პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი:

თამუნა ყურაშვილი: "მაინც რომ იცოდეთ, ბიძინა კარგადაა, ქეთი მელუას კონცერტს ესწრება ბლექ სი არენაზე".

ოთარ ჩრდილელი: "ქეთი მელუას კონცერტზეა, რა გეშველებათ?!"

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა და თითქოს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

ფოტო: Sne ZI

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი