"რკინიგზელთა სახლთან" მომხდარი ინციდენტის დროს "პალიტრანიუსის" რეპორტიორი მსუბუქად დაშავდა

"რკინიგზელთა სახლთან" მომხდარი ინციდენტის დროს "პალიტრანიუსის" რეპორტიორი მსუბუქად დაშავდა

"რკინიგზელთა სახლთან" მომხდარი ინციდენტის დროს ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" რეპორტიორი გიორგი ფარქოსაძე მსუბუქად დაშავდა.

როგორც ფარქოსაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას თავის არეში, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონი მოხვდა. ინციდენტის დროს მცირე დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე მოქალაქემ.

აღმაშენებლის გამზირზე დღეს ერთდროულად ორი აქცია გაიმართა. "ქართველთა მარშის" წარმომადგენლები "ევროპული საქართველოს" მიერ დაანონსებული აქციის კონტრაქციას მართავდნენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მას შემდეგ, რაც "ევროპული საქართველოს" აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ აღმაშენებლის გამზირისკენ, "ქართული მარშის" მონაწილეებმა მათ კვერცხები, წყლის ბოთლები და ცოცხები ესროლეს.

ნახეთ: ორი დაპირისპირებული მხარის აქცია და სამართალდამცველებით გადაჭედილი აღმაშენებლის გამზირი - ყველაზე მძაფრი მომენტები ფოტოობიექტივში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი