ინფორმაცია ისრაელში მყოფი ქართველი არალეგალებისთვის - რას გთავაზობთ იმიგრაციის სამსახური და საელჩო?

ინფორმაცია ისრაელში მყოფი ქართველი არალეგალებისთვის - რას გთავაზობთ იმიგრაციის სამსახური და საელჩო?

ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური, ისრაელში საქართველოს საელჩოსთან ერთად შესაძლებლობას აძლევს "ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში".

აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში, რაშიც მათ გაეწევათ შესაბამისი დახმარება.

იმ მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში:

ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლაზე შეზღუდვა დაუწესდებათ მხოლოდ 1 წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ მათ შეეძლებათ კვლავ ეწვიონ ისრაელს, როგორც ტურისტები, შესაბამისი ვიზით ან "შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების" ფარგლებში მიღებული სპეციალური სამუშაო ვიზით, მას შემდეგ რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და ხელს მოაწერენ აღნიშნულ ხელშეკრულებას;

საქართველოში გასამგზავრებელ ავიაბილეთებს აუნაზღაურებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური;

მიეცემათ შესაძლებლობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთონ რეინტეგრაციის პროგრამებში",- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა დღეიდან, 24 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს შემდეგ მისამართზე: მიცვა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ნებაყოფლობითი დაბრუნების დეპარტამენტი, ან ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ტელ: 036093206, ელექტრონული ფოსტა: israel.cons@mfa.gov.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი