"ჯგუფი გასულია შემთხვევის ადგილზე"... - შრომის ინსპექცია დიდ დიღომში მშენებლობაზე მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შესახებ

"ჯგუფი გასულია შემთხვევის ადგილზე"... -  შრომის ინსპექცია დიდ დიღომში მშენებლობაზე მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შესახებ

შრომის ინსპექცია დიდ დიღომში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცის გადმოვარდის ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა, მოკვლევის შედეგად პირველადი ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

"ჩვენი ჯგუფი გასულია შემთხვევის ადგილზე. შეისწავლიან, რა იყო შემთხვევის მიზეზი და შესაბამისად, გვექნება დასკვნა. დღის განმავლობაში გვეცოდინება პირველადი მოკვლევის შედეგები, თუმცა ცხადია, ასეთ შემთხვევაში პარალელურად ჩართულები არიან საგამოძიებო ორგანოები და მათთან ვთანამშრომლობთ", - განაცხადა ჯგერენაიამ.

დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი