მეორე წელია სამეგრელოში თხილის მოსავლის გარეშე დარჩნენ

მეორე წელია სამეგრელოში თხილის მოსავლის გარეშე დარჩნენ

უკვე მეორე წელია, სამეგრელოში თხილი შემოსავლის წყაროდ აღარ მიიჩნევა.

ამ დროისთვის თხილის ფასი 2, 50 ლარიდან, 3-მდე მერყეობს. შარშანდელთან შედარებით, რაოდენობა წელს უფრო დიდია, თუმცა ბევრად უხარისხო, ვიდრე შარშან. ადგილობრივების თქმით, წელს თხილის მტერი მხოლოდ აზიური ფაროსანა არ არის. ამჯერად, თხილის მეურნეობას სოკოვანი დაავადება ნაცარი ებრძვის.

"10 გატეხილი თხილიდან, 8 შავი და დაობებული იყო, ერთი ცარიელი და მხოლოდ ერთი საღი. ძალიან ბევრმა უარი თქვა თხილის მოგროვებაზე, არ უღირთ, დღეში 25 ლარი უნდა მისცე მუშახელს, უნდა აჭამო, მოასვენო. საბოლოოდ კი შესაძლოა თხილი ისეთი ხარისხის აღმოჩნდეს, 1 კგ თხილში 1 ლარიც არ მოგცენ. შარშანაც ასე იყო. დადიოდნენ და თხილის მეწარმეებს ეხვეწებოდნენ - 1 ლარად მაინც წაიღეთო. ასე რომ, არ უღირთ, ზედმეტი ხარჯია. არადა, ნაყოფის ხეზე შეტოვებაც არ შეიძლება, მცენარეს აფუჭებს. ალბათ უბრალოდ ძირს ჩამოყრიან და დატოვებენ", - ამბობს სოფელ დარჩელის მკვიდრი მერაბ მებონია.

ადგილობრივების თქმით, შარშან ძალიან ბევრს იმედი ჰქონდა, რომ სახელმწიფოსთან ერთად, ერთობლივი ძალებით მოხდებოდა პრობლემის მოგვარება, თუმცა

როგორც მათ აუხსნეს, ჯერჯერობით დაუდგენელია ხოჭოს მოსპობისა და "ნაცარის" მკურნალობის გზები.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი