ვინ არის "ენდი ნარსია" და როგორ დაიწყო მისი სიყვარულის ამბავი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

ვინ არის "ენდი ნარსია" და როგორ დაიწყო მისი სიყვარულის ამბავი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

ეკრანზე მისი პერსონაჟის გამოჩენას მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა, "ჩემი ცოლის დაქალებში" ენდი ნარსიას როლს მსახიობი ლექსო ჩემია ასრულებს. ლექსო მესხეთის თეატრის დასის წევრია. ამბობს, რომ საკუთარ პერსონაჟს არაფრით ჰგავს. მაყურებელი ენდის ნამდვილ ზრახვებს სავარაუდოდ, მომდევნო სეზონში გაიგებს. როგორ მოხვდა სერიალში, ჰგავს თუ არა პერსონაჟს, როგორ დაოჯახდა და ვინ არის მისი რჩეული? - ამ ყველაფერს ლექსო თავად მოგვითხრობს.

- სოხუმში დავიბადე და 5 წლამდე იქ ვიზრდებოდი. მოგეხსენებათ, მერე რაც მოხდა და ჩვენც იძულებული გავხდით, აფხაზეთი დაგვეტოვებინა. თავდაპირველად ფოთში ვცხოვრობდი, შეიძლება ითქვას, რომ ფოთის თეატრში გავიზარდე, შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. პერიოდულად სხვადასხვა თეატრთან ვთანამშრომლობდი. მესხეთის დრამატულ თეატრში შემთხვევით მოვხვდი, სპექტაკლში ერთი მსახიობი უნდა შემეცვალა. ისე მოხდა, რომ მეხუთე სეზონია, ამ თეატრში ვთამაშობ. მეუღლესთან და 6 წლის შვილთან ერთად, თეატრში ვცხოვრობ. თბილისშიც ხშირად გვიწევს თამაში. დავდივართ გასტროლზე სხვადასხვა ფესტივალზე. თეატრალურში ქეთი დოლიძის ჯგუფში ვიყავი, 2008 წელს დავამთავრე. კასტინგებზეც ნაკლებად დავდივარ, ამ მხრივ აქტიურობით არ გამოვირჩევი. თეატრი საოცარი ადგილია, ერთხელ რომ მოიწამლები, მერე სულ იქ ყოფნა გინდა. არადა, მსახიობმა ბევრი რამ უნდა სცადოს, კასტინგებზეც იაროს. სხვადასხვა ჟანრში მუშაობა პროფესიულად ძალიან ზრდის. GზაPრესს

- "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ მოხვდი?

- ეკა მჟავანაძემ დამირეკა, - სერიალში ახალი პერსონაჟი, ენდი ნარსია შემოდის, ის მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენია და ხომ არ სცდიო? დაემთხვა, იმ დღეს თბილისში ვიყავი. პერსონაჟის სახელი და გვარი რომ გავიგე, სიცილისგან გადავბჟირდი. მერე კასტინგზე მივედი, ვცადეთ და რა გამოგვივიდა, ამას მაყურებელი იტყვის.

- მეორე დილით უკვე პოპულარულმა გაიღვიძე?

- (იცინის) გუშინ საღამოს გამოვჩნდი ეკრანზე და ინტერვიუსთვის პირველმა თქვენ დამირეკეთ. სამწუხაროდ, თეატრში რამდენ ხანსაც უნდა ითამაშო, არ გამოჩნდები, მაგრამ საკმარისია, ერთხელ გნახონ ეკრანზე და უკვე პოპულარული ხარ, მით უმეტეს, როცა ასეთ პოპულარულ სერიალში ითამაშებ. ცოტა ხნის წინ "სივს" ვავსებდი. სცენაზე იმდენი როლი მაქვს ნათამაშები, ყველა რომ ჩამომეწერა, ადგილი არ მეყო, მაგრამ ეს ხომ კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი.

- ენდი ნარსია საზოგადოებამ როგორ მიიღო?

- სოციალურ ქსელში უჩვეულო აქტიურობაა, მათ შორის, ემიგრანტებიც არიან. უმრავლესობა კეთილი სურვილებს მწერს, უარყოფითი შეფასებებიც წავიკითხე.

- მაგალითად?

- რატომღაც, არტისტს პერსონაჟთან აიგივებენ ხოლმე. ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და მომავალში ვეცდები, "გატარება" ვისწავლო, მსგავსი რამ არ წავიკითხო... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი