კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:59 / 25-07-2017
"ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო" - ვინ იყო 27 წლის ბიჭი, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნას ემსხვერპლა
დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე უბედურ შემთხვევას 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. იგი მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა კოკა მიქიაშვილია. იგი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. Ambebi.ge გარდაცვლილის დეიდაშვილს აკაკი ფარცვანიას ესაუბრა:

- დღეს დილით შევიტყვეთ ეს უბედური ამბავი. წესიერი და მშრომელი დეიდაშვილი დამეღუპა. მისი ცხოვრების მანძილზე შრომის და სწავლის მეტი არაფერი გაუკეთებია. კოკა 27 წლის იყო, პროფესიით ენერგეტიკოსი გახლდათ, კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარი პროფესიითაც მუშაობდა, მაგრამ
ოჯახს ეს შემოსავალი არ ყოფნიდა და როცა მისი ძმა სტუდენტი გახდა, გადაწყვიტა მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა. ბავშვობაში დაობლდა, მამა გარდაეცვალა, მას და მის ძმას დედა ზრდიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კოკა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მისი ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა და ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა, ამიტომ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა და სამწუხაროდ, ამ საქმეს შეეწირა.

- რომელი სართულიდან გადმოვარდა?
- ვერაფერს გეტყვით, არაფერი არ ვიცით. გვითხრეს რომ დილით კოკა გადმოვარდა მშენებლობიდან და გარდაიცვალაო. წარმოუდგენელი რამ შეგვემთხვა. რა უნდა ვქნათ არ ვიცით, დაუჯერებელია მისი გარდაცვალება.

- თბილისში მარტო ცხოვრობდა?
- თბილისში ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

- ვინმემ ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვა?
- დახმარების სურვილი არავის არ გამოუთქვამს. მხოლოდ მისი მეგობრებისა და ახლობლების იმედზე ვართ. დღეს საღამოს მათი დახმარებით გადმოვასვენებთ ტყიბულში. ტრაგედია მოხდა და ხვალიდან როგორ იქნება ცხოვრება კოკას გარეშე ვერ გეტყვით. წესიერ შრომას შეეწირა მისი სიცოცხლე და როგორ მოხდა იმასაც არავინ არ გვეუბნება.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
14:58 / 26-07-2017
გიორგი
1
ღმერთმა აცხონოს.მე ვიცნობდი და ვიცი როგორი კარგი ქართველი ბიჭი იყო.... მე მაინტერესებს სამშენებლო კომპანია თუ ეხმარება ოჯახს რამით?????????????????
14:44 / 26-07-2017
ciala - s !
1
ქალბატონო ციალა!
აფსულუტურად გეთანხმებით იმაში რომ როცა დანაშაული ხდება ?
არ აქვს მნიშვნელობა ამას ვინ სჩადის:
ქოცი იქნება და ნაცი ერთ მნიშვნელოვად ყველანი უნდა დაისაჯოს !
მე მოვახდინე ფაქტების კონსტატაცია, და რატომ გამიმახვილეთ ამაზე ყურადღება ?
უბრალოდ არ მესმის ?
ისიც ვიცი რომ თქვენ ამ შეპესეს კანცელარიაში ხართ მუშაობთ ძალიან დიდ ანაზღაურებაზე, და ალბად უფრო ამიტომ გაცხარდით ) ) )
თუ ვინმეს დანაშაულებრივი ქმედებები იცით ?
თქვით, რას გაჩუმებულხართ ?
მე მზად ვარ თუ ვინმე დაინტერესდება ამ საწარმოს მუშაობის შესახებ ?
ყველა კითხვაზე გავცე პასუხი !
თქვენ თუ იცით რაიმე ქოცებზე ?
გამობრძანდით და იგივე შესთავაზეთ საინფორმაციო საშვალელბს!
იზავთ ამას ?
ძალიან გამიხარდება თუ ალაპარაკდებით დანაშაულებებზე !!!

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:45 / 10-12-2017  Image სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კიევში, მაღაზია "როშენის" ბლოკირება მოახდინეს და ვიტრინები ჩაამსხვრიეს
LIVE| აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პროვოკაცია არ მომხდარა
17:48 / 10-12-2017  Image ავარია რუსთავეზე - ერთმანეთს ლურჯი ავტობუსი და სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი სამედიცინო
18:03 / 10-12-2017  Image ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარი აფეთქების შედეგად დაშავებულებზე
აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
13:40 / 10-12-2017  Image ილია მეორე ქადაგებისას 51-ე სკოლასთან მონხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა
"არ არის საკმარისი ბავშვებმა სკოლაში ცოდნა მიიღონ, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება"
13:29 / 09-12-2017  Image "გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან...." - დიმა ჯაიანი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა
მას ცოტა ხნის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს

პოპულარული კომენტარები
და რა გიკვირთ და რატომ მოსთქვამთ? კრიმინალური მენტალიტეტის ერი ცხოვრობს კრიმინალურ გარემოში... თქვენ გააგდეთ ამ ქვეყნიდან კრიმინალთან მებრძოლი მთავრობა და მოიყვანეთ კრიმინალებთან მოსიამტკბილე ხელისუფლება... ასე არაა? ფანჯრებიდან რომ ხედავდნენ მკვლელობას ვინმემ დარეკა პოლიციაში? მოსწავლეები რომ არ აძლევენ ჩვენებას გამოძიებას? ხომ არ ჩაუშვებთ? თქვენ არ გაკიოდით მიშამ სკოლაში მანდატურები შეიყვანა არიქა შვილებს სტუკაჩებად გვიქცევენო? რაც ხალხია, ის ვითარებაა ზუსტად.. საბჭოთა კავშირში მოწინავე ქურდების რაოდენობით, ევროპაში მოწინავე და თავმოჭრილი ქურდული და ორგანიზებული დანაშაულის ნომერ პირველი ექსპორტიორი... გურიაში ყაჩაღი მამალაძის ძეგლი, ლიტერატურაში ყაჩაღები დადებითი გმირები...სკოლებში სამოქალაქო თვითშეგნების ამმაღლებელი საგნები ვერ დანერგეს, ებრძვით ხმალამოღებული... მღდელი ღმერთის სახელით ქურდობს, ერი და ბერი აბსოლუტური უმრავლესობა გაუნათლებელი და ბნელი, პროგრესისმოძულე და წარსულის აპოლოგეტი.... რატომ გიკვირთ, ან რა გიკვირთ? რა?
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49