ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ში გაჩენილ ხანძარს ამერიკიდან ეხმაურება - "გამორიცხულია, მე ქვეყნიდან გავიდე და რ2-ის თავს რამე არ მოხდეს"

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ში გაჩენილ ხანძარს ამერიკიდან ეხმაურება - "გამორიცხულია, მე ქვეყნიდან გავიდე და რ2-ის თავს რამე არ მოხდეს"

"რუსთავი 2"-ში გაჩენილ ხანძარს ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია ამერიკიდან ეხმაურება. მისი ინფორმაციით, ხანძრის კერა სწორედ იქა არის, სადაც ყველაზე მეტი საკომუნიკაციო კვანძია.

"ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც მეუბნებიან (ამერიკაში ვარ), ერთი შეხედვით ზიანი დიდი არაა. თუმცა ხანძრის კერა სწორედ იქაა, სადაც ყველაზე მეტი საკომუნიკაციო კვანძია. ხვალ გვეცოდინება, რამდენად სერიოზულია ზიანი.

პს პირდაპირი ეთერი არ შეწყდა, რადგან ეთერი დელისის შენობიდან იმართება.

პპს გამორიცხულია, მე ქვეყნიდან გავიდე და რ2ის თავს რამე არ მოხდეს - სარჩელი, ყადაღა, ინკასო... ახლა უკვე ხანძარი" - წერს გვარამია.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია შენობის დაახლოებით 40–45 კვადრატული მეტრის ფართი.

ნახეთ ვიდეო: "რუსთავი 2"-ის შენობაში ხანძარია - კადრები ადგილიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი