ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტებს ამზადებს

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტებს ამზადებს

პოპულარული ტელეკომპანია ევრონიუსი აჭარის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ევრონიუსის გადამღები ჯგუფი რეგიონს 4 დღით სტუმრობს. ამ დროის მანძილზე ჟურნალისტებმა ბათუმის კულტურულ-ისტორიული და ტურისტული ღირსშესანიშნაოებები დაათვალიერეს, სტუმრობდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულ ადგილებს. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები ცალკე სიუჟეტს მიუძღვნიან შავი ზღვის ჯაზფესტივალს, რომელსაც აჭარა დღეიდან 30 ივლისამდე მასპინძლობს. აჭარის შესახებ მომზადებული სიუჟეტები გადაცემებში „Metropolitan” და “Cult” გავა.

ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ევრონიუსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში სტუმრობენ, რომლის შედეგადაც უკვე ერთი თვეა ტელეკომპანიის ეთერში აჭარის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს. ევრონიუსის გარდა რეგიონის ტურისტული პროდუქტების ამსახველი კლიპები BBC -ის ეთერით გადაიცემა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეგიონის, ქალაქის შესახებ კონკრეტული ინფორმაციები პოტენციურ ტურისტებს, ვიზიტორებს სწორედ მსგავსი ავტორიტეტული ტელეკომპანიების საშუალებით მივაწოდოთ. მსგავსი ვიდეორგოლებით ტურისტებს წინასწარ ვუქმნით ვიზუალურ და ემოციურ შთაბეჭდილებებს, რაც მნიშვნელოვანია აჭარის პოზიტიური იმიჯის ჩამოსაყალიბებლად და საბოლოო ჯამში რეგიონში ტურისტების მოსაზიდად. ჯამში, ორივე კომპანია 158 ქვეყანას ფარავს, რაც ნიშნავს რომ რეგიონის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებსა და ტელერეკლამას მილიონობით ადამიანი ნახავს, “ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი