რა შეცდომებს უშვებენ ბინის მაძიებლები

რა შეცდომებს უშვებენ ბინის მაძიებლები

თუ საცხოვრებელი ბინის ან სახლის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება მოგიწევთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი დანაზოგი ტყუილად გაფლანგეთ და ფული საეჭვო ხარისხის ბინაში გადაყარეთ. რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ბინის შეძენამდე? - "ბიზნესპრესნიუსის" ამ შეკითხვას ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი უპასუხებს.

შენობის ხარისხი და სიმტკიცე

ადამიანი ბინას ან ახლად აშენებულ კორპუსში ყიდულობს, ან ძველ კორპუსში, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ააგეს. ორივე შემთხვევაში ყურადღებით უნდა შეამოწმოთ შენობის ხარისხი - რამდენად მტკიცეა ის. ყურადღებიანმა მყიდველმა ბეტონის მარკიანობასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ის მალე არ დაიშალოს. სხვათა შორის, ბეტონის სიმტკიცეს ადვილად ადგენენ, შეიძლება რთული ექსპერტიზა ვერ ჩაატაროთ, მაგრამ ბეტონის ხარისხს ამ დარგის სპეციალისტი შეხედვითაც კი განსაზღვრავს. ეს მარტივი პროცედურაა, რომელიც საკუთარი თვალით მინახავს. რაც ყველაზე მთავარია, შენობა არ უნდა იყოს დაბზარული და ავარიული - ამ ყველაფერს ჩვეულებრივი ადამიანი ვერ განსაზღვრავს, ამიტომ, ჯობია სპეციალისტი წაიყვანოთ, რომ მან ყველაფერი საფუძვლიანად შეამოწმოს.

თუ ბინას მშენებარე კორპუსში ყიდულობთ...

თუ შეღავათიანი ფასის გამო ბინის ყიდვა მშენებარე კორპუსში გადაწყვიტეთ, ჯერ უნდა გაარკვიოთ სამშენებლო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ხომ არა აქვს მას ვალდებულებები სახელმწიფოსთან, საკადასტრო, ან სანოტარო ორგანოებთან, ასევე - კერძო თუ იურიდიულ პირებთან. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ცნობილ და ძლიერ კომპანიებს. კარგად უნდა გაარკვიოთ, აქვს თუ არა კომპანიას აშენებული სხვა ობიექტები, ან რამდენად კმაყოფილები არიან მისი კლიენტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ენდოთ სამშენებლო კომპანიას და ბინის აშენება დაუკვეთოთ. იქნება ეს კერძო სახლი, თუ კორპუსის ბინა.

განგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი