ერთიან ეროვნულ გამოცდებში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა

ერთიან ეროვნულ გამოცდებში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა

ერთიან ეროვნულ გამოცდებში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გასულ წელსაც იგივე რაოდენობის აბიტურიენტებმა ვერ გადალახეს.

ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აბიტურიენტების საგამოცდო პროცესი გუშინ ფიზიკასა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა. დღეს კი გამოცდებს მაგისტრობის მსურველი სტუდენტები ჩააბარებენ და ამით მთლიანად საგამოცდო პროცესი სრულდება.

რაც შეეხება გამოცდების შედეგების აპელაციას, აბიტურიენტს საკუთარი ნაშრომების ხილვის შემდეგ აპელაციისთვის 5 დღის ვადა ექნება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე 41 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა სასკოლო გამოცდები ვეღარ დაძლია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში 29 000 აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან 3% გამოცდაზე არ გამოცხადდა.

ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 5 აგვისტომდე გამოქვეყნდება.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი