"უცხოეთში ადამიანი პენსიაზე რომ გავა, მერე იწყებს ცხოვრებას" - თაკო ჩხეიძე ქართველ ქალებსა და საკუთარ ოცნებაზე

"უცხოეთში ადამიანი პენსიაზე რომ გავა, მერე იწყებს ცხოვრებას" - თაკო ჩხეიძე ქართველ ქალებსა და საკუთარ ოცნებაზე

მიუხედავად იმისა, რომ თაკო ჩხეიძის სამუშაო რეჟიმი ყოველთვის მეტისმეტად გადატვირთულია, იგი ინტერვიუზე დავითანხმეთ და გემოვნებაზე ვესაუბრეთ.

- დავიწყოთ წიგნებით. რა სახის ლიტერატურაა თქვენთვის სიამოვნებით საკითხავი?

- რომანებისა და ისეთი წიგნების კითხვა მიყვარს, რომლისგანაც იღებ განათლებას, სიამოვნებას, ავითარებ წარმოსახვას. განსაკუთრებით, ზღვაზე ყოფნისას, სანაპიროზე მიყვარს წიგნების კითხვა... რასაკვირველია, წლების მატებასთან ერთად, ადამიანის ინტერესი იცვლება და თაობის გემოვნებაც. მახსოვს, ბავშვობაში "ტომ სოიერი" და "ბიძია თომას ქოხი" რომ წავიკითხე, გაგიჟებული ვიყავი, ძალიან მომეწონა. ჩემი შვილი უკვე "ჰარი პოტერის" თაობაა და როდესაც დავაძალე "ტომ სოიერი" წაეკითხა, მივხვდი, შევცდი, ახლა ბავშვებს უკვე სხვა ინტერესები აქვთ. თუმცა, ჩემი აზრით, არსებობს კლასიკა, რომელიც ყველა თაობამ აუცილებლად უნდა წაიკითხოს.

- როცა მოგზაურობას გეგმავთ, როგორი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი?

- ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე დამოუკიდებლად მოგზაურობა... ქართულ ცეკვებზე დავდიოდი და პირველი გასტროლი იტალიაში გვქონდა. ეს ქვეყანა ჩემთვის ძალიან საინტერესოა, იქ ჩასვლა არასდროს მბეზრდება. ყველაფერი მაინტერესებს, დაწყებული ძველი ისტორიიდან, დღევანდლით დამთავრებული... პატივს ვცემ: იქაურ სტილს, გემოვნებას, არქიტექტურას, დიზაინს, კულტურას, კულინარიას... ჩემი ბოლო მოგზაურობაც იტალიაში იყო. მოვიარე რომი, ვენეცია, ფლორენცია... ამ ქვეყანაში ტანსაცმლის თუ ინტერიერის ძალიან ბევრი ბრენდია, დახვეწილი გემოვნება ხალხში განსაკუთრებულად იგრძნობა. თუმცა, მე ძალიან მომწონს სკანდინავიური მოდაც! მიყვარს მეგაპოლისებიც... მაგალითად, პატარა ასაკიდან ნიუ-იორკში მომიწია ცხოვრებამ და იქაურობა კარგად მახსენდება. ათი წელი სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდი, ბევრსაც ვმოგზაურობდი... საცხოვრებლად იდეალურია ჟენევა. იქ ცხოვრება ყოველივე საუკეთესოსთან არის დაკავშირებული, რადგან იყო მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა და ოჯახური კუთხითაც ბევრი დადებითი რამ მოხდა...

- ამბობენ, რომ დღესდღეობით ე.წ. თბილისური მოდა დაიკარგა. ადრე დედაქალაქში უფრო მაღალი გემოვნებით იცვამდნენო...

- ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები! თბილისური ჩაცმულობა რეგიონში ყოველთვის გამორჩეული იყო და დღესაც ასეა! ჩვენი დიზაინერები ლამაზ სამოსს ქმნიან და ქართული მოდა, ერთ-ერთი გამორჩეულია! სხვათა შორის, ამას ხელი შეუწყო მოდის კვირეულის დაარსებამაც. მოგეხსენებათ, თავიდან მხოლოდ ოთხი დიზაინერი გვყავდა. შემდეგ ჩვენმა პროექტმა მოდის ინდუსტრია ძალიან განავითარა და დღეს ქართველი დიზაინერები დიდ წარმატებას აღწევენ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში! დიდი კონკურენცია გაჩნდა ბაზარზე, ეს კი ყოველთვის განვითარებისკენ გიბიძგებს! ქართული მოდა პოპულარული გახდა და ამას ისიც მოწმობს, რომ აქ ჩამოსული უცხოელები ინტერესდებიან ქართველი დიზაინერების ნამუშევრებით და სვამენ კითხვას, სად შეიძლება შევიძინოთ ამა თუ იმ ადამიანის ნამუშევარიო?

- ქართველი ბებიების თაობაზე რას გვეტყვით?

- ჩვენი ბებიების თაობა გამორჩეული გემოვნების იყო. ახლა უამრავი საშუალებაა ინფორმაციის მხრივ და მაშინ ასე არ იყო. ბებია მიყვება, რომ ყიდულობდნენ ქსოვილებს, ჰყავდათ მკერავები, რომლებსაც ანდობდნენ კაბის შეკერვას. ძალიან ლამაზები და ელეგანტურები იყვნენ...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი