კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:30 / 28-07-2017
ყვითელი "მარშრუტკის" მძღოლმა და მგზავრმა ერთმანეთს სცემეს - ინციდენტს თბილისის მერი ეხმაურება
სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია მგზავრსა და ყვითელი "მარშრუტკის" მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირების კადრები. ვიდეოს ავტორი ასეთ ტექსტს ურთავს ვიდეოს:

"დღეს, სამსახურში მიმავალს ეს ამბავი გადამხდა თავს. ფეხზე მდგომმა მგზავრმა მძღოლს შეწუხებული ხმით კონდიციონერის ჩართვა სთხოვა, მძღოლმაც მცირე ჩაბურტყუნებული წუწუნის შემდეგ ჩართო და ყველას ფანჯრების დახურვა სთხოვა.

"ადამიანურად რო აზროვნებდეთ და კარტოფილივით არ გვექცეოდეთ აქამდე უნდა ჩაგერთოთ გაგრილება" წამოიყვირა ერთ-ერთმა მგზავრმა. მძღოლმა ყურადღება არ მიაქცია და გააგრძელა გზა. გრძელთმიანი ბიჭი აგრძელებდა ლანძღვას
- კაი გაჩე ეხა, გეყოფა გავიგეთ - მშვიდად უთხრა მძღოლმა. ამ რეპლიკაზე ეს კაცი უკვე გაცოფდა და უმისამართო გინებაზე გადავიდა. მძღოლმა ისევ მშვიდად სთხოვა რომ დამშვიდებულიყო და ჩასულიყო ტრანსპორტიდან. ეს კაცი კვლავ აგრძელებდა გინებას, უკვე პირადად მძღოლის მიმართ. უკვე ყველა შევწუხდით, ერთხმად ვთხოვეთ ამ კაცს ჩასვლა. ამის შემდეგ კვლავ გინებით კართან მივიდა და რკინის ხურდები მძღოლს პირ
დაპირ სახეში შეაყარა. მანქანიდან რომ ჩავიდა მძღოლმაც თავი ვერ შეიკავა და წინ მიმავალ მგზავრს ძარი მიარტყა", - წერს ვიდეოს ავტორი.

მიკროავტობუსის მძღოლისა და მგზავრის ფიზიკურ დაპირისპირებას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიამ მეტად უნდა მიაქციოს ყურადღება მანქანების გამართულობას და მძღოლების ქმედებას.

"სამწუხაროდ, ყვითელი მიკროავტობუსების გარკვეულ ნაწილში კონდიციონერები არ არის გამართულ მდგომარეობაში, შესაბამისად, ის არ მუშაობს. ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს და ბოლო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, კონდიციონერების მხოლოდ ერთ მესამედამდეა ჩართული. ჩვენ ვაფრთხილებთ სატრანსპორტო კომპანიას, რომ უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება მანქანების გამართულობას და მძღოლების ცალკეულ ქმედებას. ნამდვილად არადამაკმაყოფილებელია მძღოლების ცალკეული საქციელი და შეურაცხყოფის მიყენება მოქალაქეებზე. თითოეული მათგანი უნდა დაისაჯოს. სამწუხაროა ის, რომ ჩვენი წინამორბედების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, თბილისის მერიას ძალიან მკაცრი მექანიზმების გატარების საშუალება არ აქვს, მაგრამ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით კომპანიასთან რათა მან უზრუნველყოს წესრიგი", - განაცხადა ნარმანიამ.
13:51 / 15-08-2017
დიახ
1
ძალიანაც კარგი ყველა დამპალია მარშუტკის მძღოლი,გვხარშავენ ამ სუნიან მრშუტკებში აბა ნაკლები გადავუხადო მოეწონებათ? მაგან ჩართო და სხვები არ რთავენ უნდა გაუხი თავი ცემაში ლანძღვა ლოცვაა მაგათთვის.
21:49 / 14-08-2017
ელენე
0
ნარმანიას მოწოდება უკვე სასაცილოც აღარ არის. რამდენი წელია ვითომ აიძულებენ მძღოლებს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. თუ მძღოლი არ ზარალობს და დამატებით უფინანსებენ კონდიციონერის ხარჯს, მაშინ თვითონ მძღოლიც რატომ უნდა იგუდებოდეს ამ სიცხეში?
მსგავსი სიახლეები
ავტომობილის მფლობელმა უკანა სავარძელზე ერთი შეხედვით უწყინარი რამ, იოგურტი დატოვა
კონდიცირების მონიტორინგის მიზნით უკვე 35 მარშრუტი შეამოწმეს
+VIDEO სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა
მთელ სხეულზე ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, სისხლჩაქცევების, შეშუპებული ქსოვილების სახით
უცილებლად შევიტან სამოქალაქო სარჩელს მკურნალობის ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის
+VIDEO| "ისე ცემეს, რომ ორი ადამიანი სასწრაფოს მანქანით რეანიმაციაში წაიყვანეს"
მართვის მოწმობის აღების შემდეგ სასურველია, მაშინვე დაიწყოთ ავტომობილის მართვა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49