17 წლის გოგო პაკისტანში უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით გააუპატიურეს

17 წლის გოგო პაკისტანში უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით გააუპატიურეს

პაკისტანის სამხრეთით, პუნჯაბის რეგიონში, სოფლის უხუცესთა საბჭომ 17 წლის გოგოს გაუპატიურების განაჩენი გამოიტანა, როგორც შურისძიება მისი ძმის მიერ 12 წლის თანასოფლელი გოგოს გაუპატიურებაზე. შემთხვევის გახმაურების შემდეგ 22 ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოძიებიდან ირკვევა, რომ პირველი მსხვერპლი, 12 წლის გოგონა, მინდორში ბალახს თიბავდა, როცა მას მამაკაცი დაესხა თავს და გააუპატიურა. გოგონამ მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო, მათ კი უხუცესთა საბჭოში იჩივლეს. საბჭომ იმსჯელა და გამოიტანა განაჩენი, რომ ძალადობა ძალადობითვე უნდა დასჯილიყო. ობიექტად კი მოძალადის სამი დიდან ყველაზე უმცროსი შეარჩიეს.

მომხდარზე გამოძიება ისევ გრძელდება. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ორივე არასრულწლოვანი ნამდვილად სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. საქმის მასშტაბებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, სოფელში კიდევ მოხდეს დაკავებები.

ბოლო 4 თვის განმავლობაში ეს პუნჯაბის რეგიონში გაუპატიურების 38-ე გახმაურებული შემთხვევაა. ძალადობის ზოგი ფაქტი რეაგირების გარეშე რჩება ან უხუცესთა საბჭოს განაჩენით შემოიფარგლება, რომელიც თავის მხრივ, ქალს უუფლებოდ და მამაკაცის საკუთრებად მოიაზრებს.

წყარო: ginsc.net

ბათუმში კორონავირუსი მედიკოსს, ასევე "ელიტ ელექტრონიქსის" თანამშრომელს დაუდასტურდათ

"ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები იქნება" - ამირან გამყრელიძე

არ გაუშვათ ბავშვი სკოლაში, თუ მცირე რესპირატორული სიმპტომიც კი ექნება - ამირან გამყრელიძემ მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართა