რო­გორ ააცი­ლა ღვთის­მ­შობ­ლის კვარ­თ­მა ზუგ­დი­დი გან­საც­დელს - "ამა­ზე დიდ სას­წა­ულს რას უნ­და მო­ეს­წ­როს ადა­მი­ა­ნი, არ ვი­ცი"

რო­გორ ააცი­ლა ღვთის­მ­შობ­ლის კვარ­თ­მა ზუგ­დი­დი გან­საც­დელს - "ამა­ზე დიდ სას­წა­ულს რას უნ­და მო­ეს­წ­როს ადა­მი­ა­ნი, არ ვი­ცი"

წელს პირ­ვე­ლად და­ვეს­წა­რი ზუგ­დიდ­ში ვლა­ქერ­ნო­ბის დღე­სას­წა­ულს, რო­მე­ლიც 15 ივ­ლისს აღი­ნიშ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი - ზუგ­დიდ­ში, რად­გან სწო­რედ ამ ქა­ლაქ­შია დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი საქ­რის­ტი­ა­ნოს უდი­დე­სი სიწ­მინ­დე - ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის პა­ტი­ო­სა­ნი სა­მო­სე­ლი (კვარ­თი), რო­მე­ლიც ნარ­მის­გა­ნაა (სე­ლის­გან) მოქ­სო­ვი­ლი. ამ სა­მო­სელს დე­და ღვთი­სა, თურ­მე, ლოც­ვი­სას შე­მო­იხ­ვევ­და ხოლ­მე და ამი­ტო­მა­ცაა ამოჭ­რი­ლი მას­ზე პა­ტა­რა სა­ტუ­ჩე. ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის ბა­გე­ე­ბი ეხე­ბო­და მას და ლო­ცუ­ლობ­და: `ა­დი­დებს სუ­ლი ჩე­მი უფალ­სა და გა­ნი­ხა­რა სულ­მან ჩემ­მან ღმრთი­სა მი­მართ, მაცხოვ­რი­სა ჩე­მი­სა, რა­მე თუ მო­ხედ­ნა სიმ­დაბ­ლე­სა ზე­და მხევ­ლი­სა თვი­სი­სა­სა. რა­მე თუ, აჰა, ესე­რა ამი­ე­რით­გან მნატ­რიდ­ნენ მე ყო­ველ­ნი ნა­თე­სავ­ნი~.

ვლა­ქერ­ნის ღვთის­მ­შობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა, ხო­ლო მსოფ­ლი­ოს ქრის­ტი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი სიწ­მინ­დე - ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის პა­ტი­ო­სა­ნი სა­მო­სე­ლი (კვარ­თი) ზუგ­დი­დის ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­შია დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი. ამ უკა­ნას­კ­ნელს 15 ივ­ლისს გა­მო­აბ­რ­ძა­ნე­ბენ ხოლ­მე მუ­ზე­უ­მი­დან ტა­ძარ­ში და ერ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელს შე­უძ­ლია მას­თან მი­ახ­ლე­ბა.

ამი­ტო­მა­ცაა, რომ ვლა­ქერ­ნო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ვე­ლი კუთხი­დან და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან უამ­რა­ვი მორ­წ­მუ­ნე სტუმ­რობს ზუგ­დიდს. წელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა მო­ი­ყა­რა თა­ვი - სხვა­დას­ხ­ვა ეპარ­ქი­ის მღვდელ­მ­თავ­რე­ბი, ბერ­მო­ნაზ­ვ­ნე­ბი, მრევ­ლი დი­ლით ჯერ სადღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვას და­ეს­წ­რ­ნენ ვლა­ქერ­ნის ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის და­დი­ა­ნე­ბის კა­რის ეკ­ლე­სი­ა­ში, შემ­დეგ კი სადღე­სას­წა­უ­ლო სვლით კვარ­თი ზუგ­დი­დის ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის მშე­ნე­ბა­რე სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­და­აბ­რ­ძა­ნეს. სადღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გი­ას ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, მე­უ­ფე გე­რა­სი­მე უძღ­ვე­ბო­და.

ჩემს ზუგ­დი­დელ მე­გო­ბარ­თან - ზუგ­დი­დის კულ­ტუ­რის ცენტრ "ო­დი­შის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ ნი­ნო მამ­ფო­რი­ას­თან ერ­თად ღვთის­მ­შობ­ლის კვარ­თ­თან მი­სა­ახ­ლებ­ლად ზუგ­დი­დის ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის მშე­ნე­ბა­რე სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ეზო­ში რომ შე­ვე­დი, მრევ­ლით სავ­სე დამ­ხ­ვ­და იქა­უ­რო­ბა. ხალ­ხის ტალ­ღას გავ­ყე­ვით და ეკ­ლე­სი­ა­ში მორ­ჩი­ლად, კვარ­თ­თან მი­სა­ახ­ლებ­ლად სა­კუ­თა­რი რი­გის მომ­ლო­დი­ნე მრევლს რომ შევ­ხე­დე, გა­მი­ხარ­და - ასე­თი სიმ­შ­ვი­დე დიდ დღე­სას­წა­ულ­ზე იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს. ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვი, ახალ­გაზ­რ­და, ჭარ­მა­გი და ღრმად მო­ხუ­ცი მოთ­მი­ნე­ბით იდ­გა და პა­პა­ნა­ქე­ბა სიცხე­საც კი თით­ქოს არაფ­რად აგ­დებ­და.

მა­ნა­ნა გვა­რა­მია, ზუგ­დი­დე­ლი:

- ეს არის უდი­დეს სიწ­მინ­დეს­თან მი­ახ­ლე­ბის დღე. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ შეგ­ვიძ­ლია, მო­ვე­ახ­ლოთ და ვთხო­ვოთ, მშვი­დო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის, კე­თილ­დღე­ო­ბა - ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის...

- ადა­მი­ა­ნე­ბი ლო­ცუ­ლო­ბენ, სიწ­მინ­დე­ებს მი­ე­ახ­ლე­ბი­ან, შეს­თხო­ვენ, მაგ­რამ ხან­და­ხან მა­ინც ეჭ­ვი შე­ე­პა­რე­ბათ ხოლ­მე მის ძა­ლა­ში. თქვენ რით გრძნობთ უფ­ლის სი­ახ­ლო­ვეს ან სიტყ­ვით თუ შე­გიძ­ლი­ათ, ახ­ს­ნათ, დღეს რა გან­ც­დით მი­დი­ხართ სა­მო­სელ­თან, რო­მელ­საც ლოც­ვი­სას იც­ვამ­და დე­და ღვთის­მ­შო­ბე­ლი?

- ასეთ დღეს არ შე­მიძ­ლია შინ დავ­რ­ჩე, მინ­და, უფალ­თან ახ­ლოს ვი­ყო. და­ვეს­წა­რი წირ­ვას ვლა­ქერ­ნის ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში, ახ­ლა კი აქაც მო­ვე­დი, დე­დაღ­ვ­თი­სას სა­მო­სელ­თან მი­სა­ახ­ლებ­ლად. რამ­დე­ნად ღრმაა ჩე­მი რწმე­ნა, თა­ვად ვერ შე­ვა­ფა­სებ... რა თქმა უნ­და, ხან­და­ხან ადა­მი­ანს ეჭ­ვიც შე­ე­პა­რე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ მთა­ვა­რია, მად­ლო­ბე­ლი ვარ უფ­ლის, დღეს აქ რომ მო­მიყ­ვა­ნა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი