ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევა სოფელ ანეულასთან გუშინ საღამოს მოხდა, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს.

გამგებლის ინფორმაციით, გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, იქ დასაქმებული 2 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მსუბუქადაა დაშავებული, ხოლო მეორე - შედარებით მძიმედ.

მისივე თქმით, აღნიშნული პირი თბილისში, კლინიკა "ლანცეტში" გადმოჰყავთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი