"ბავშვთა სამყაროს" დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი 50-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი მაჭავარიანმა განუცხადა, ის დღეს დილით, 04:00 საათზე გათავისუფლდა.

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, 27 ივლისს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. "სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ თევზაძე დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს 50 ათასლარიანი გირაო გუშინ შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი