ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება

ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება

ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, ხვალ, 05:00 საათიდან თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდება.  გაზის მიწოდება შეეზღუდება - წყნეთს, დიმიტრი ამილახვრის, იოსებ გრიშაშვილის, ფიროსმანის, თევდორე მღვდლის, არსენას, გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველას, თამარ მეფის, გორკის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ქეთევან წამებულის, ლესელიძის, სულხან-საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობას.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება სამთავრობო აგარაკებისა და ნუშის ბაღის ტერიტორიას, "ა" და "ბ" ზონას, სოფელი ახალდაბისა და მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება 16:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება. "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი