რა გაუგზავნა საჩუქრად ილია მეორემ დონალდ და მელანია ტრამპებს

რა გაუგზავნა საჩუქრად ილია მეორემ დონალდ და მელანია ტრამპებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს სიონის ტაძარში შეხვდა.

როგორც სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, თავად აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ სიონში მისულიყო. შეხვედრას წმინდა სინოდის წევრებიც დაესწრნენ.

პატრიარქმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს საჩუქრად ოქროს სამაჯური, ხოლო მის მეუღლეს ოქროს ჯვარი გადასცა. როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, სტუმრისთვის გადაცემულ ოქროს სამაჯურზე არის წარწერა: "ღმერთმა დაგლოცოთ" და კათოლიკოს-პატრიარქის ხელმოწერა.

სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერის თქმით, უწმინდესმა მაიკ პენსს საჩუქრები აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის და პირველი ლედის, მელანია ტრამპისთვისაც გადასცა. პატრიარქმა ტრამპებს ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი გაუგზავნა საჩუქრად.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატივისცემის ნიშნად სტუმარს საჩუქრად გადასცა ოქროს სამაჯური, ასევე მის მეუღლეს - ოქროს ჯვარი, ცნობილი, როგორც თამარის ჯვარი. კათოლიკოს-პატრიარქმა სთხოვა ვიცე-პრეზიდენტს, რომ თუ შეიძლებოდა მას გადაეცა საჩუქარი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის და პირველი ლედის, მელანია ტრამპისთვის. ვიცე-პრეზიდენტმა დიდი პატივით უპასუხა, რომ ის პირადად გადასცემდა საჩუქრებს აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი