კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:59 / 02-08-2017
"სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი... ჩემი დაკავება პოლიტიკური ამბავი იყო" - რაზე ალაპარაკდა პირველად თემურ თათარაშვილი
"ციანიდის საქმის" გარშემო სასამართლო პროცესები გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე, გუშინ დაიკითხა პატიმრობაში მყოფი ყოფილი სამართალდამცველი ირაკლი ფირცხალავა, რომელმაც სკანდალური განცხადება გააკეთა და ირაკლი მამალაძეს აგენტ-პროვოკატორობაში დასდო ბრალი. დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, ირაკლი ფირცხალავამ გაიხსენა კონკრეტული საქმეები, კერძოდ, მომღერალ თემურ თათარაშვილისა და ჟურნალისტ გიო გაბუნიას საქმეები, რომელშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა, როგორც აგენტი.

მომღერალი თემურ თათარაშვილი მის საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის კავშირს უარყოფს. როგორც თათარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მამალაძის ვინაობის შესახებ მხოლოდ
გუშინ შეიტყო. მისივე თქმით, აქამდე არასოდეს უთქვამს და პირველად ამბობს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური საკითხი, რადგან უარი თქვა კონცერტზე გამოსვლაზე.

AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად მომღერალს დაუკავშირდა:

- ირაკლი ფირცხალავა იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი და ბუნებრივია, მან უფრო მეტი იცის ჩემს დაკავებაზე, ვიდრე მე. როცა დამირეკეს და ირაკლი მამალაძეზე მკითხეს, მეგონა მეხუმრებოდნენ. არც გამიგია აქამდე ამის შესახებ... ვათვალიერებდი თვითონ ამ მამალაძის სურათს და არც ვიცი ვინ არის. თვითონაც განაცხადა, რომ თურმე ჩემს კონცერტზე არ არის ნამყოფი, ეტყობა სხვა დონის მუსიკა მოსწონს... სისულელე იქნება ჩემგან რაიმე კომენტარი. მით უმეტეს, ჩემი საქმე არ იყო ნარკოტიკი. პირველად ვამბობ: ჩემი დაკავება იყო სუფთა პოლიტიკური ამბავი, უარი ვთქვი კონცერტზე გამოსვლაზე და ეს იყო მიზეზი. მამალაძემ რა გააკეთა, რა არ გააკეთა არ ვიცი. ჰაბიტუსზევე ეტყობა, რომ ჩემი მეგობარი არ იქნება

- დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ 2006 წელს პოლიტიკური ნიშნით დაგაკავეს. რა მოხდა, რომელ კონცერტზე თქვით უარი?
- 2006 წლის 25 სექტემბერს დამირეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, "პესკებზე" მიხეილ სააკაშვილმა ყურძენი უნდა დაწუროს და თქვენ მის გვერდით უნდა იდგეთ, დილით 11 საათზე მობრძანდითო. მე უარი ვუთხარი ადმინისტრაციას, სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი. ეს სატელეფონო საუბარი შედგა 3 საათზე და ოთხის წუთებზე უკვე დამაკავეს. მანამდე რომ ყოფილიყო დაგეგმილი ჩემი დაპატიმრება, პრეზიდენტის პროგრამაში მე არავინ ჩამსვამდა.

- რატომ თქვით უარი სააკაშვილის გვერდით დგომაზე?
- მე ვიცოდი, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდი და მქონდა უფლება გამომეხატა ჩემი აზრი. არ მინდოდა სააკაშვილის გვერდით დგომა, მიუღებელი იყო ეს ჩემთვის და ამიტომაც დამაპატიმრეს.


თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

16:01 / 13-08-2017
სსდ
0
მარტო ეს კი არა სხვა ვითომ მომღერლებიც უნდა მიესვათ გვერდზე, განსაკუთრებით ძაან "პრადვინუტები" რო არიან
18:10 / 10-08-2017
status quo
0
ოეე თემურა,წერაც არ იცი? მითქვავს კი არა, მითქვამს, შე გაუნათლებელო..
მსგავსი სიახლეები
"სააკაშვილის გვერდით უნდა ვმდგარიყავი. პროტოკოლის თანამშრომელს ვუპასუხე, - ამას არ გავაკეთებ, რადგან მერე სარკეში ჩემი თავის დანახვის შემრცხვება-მეთქი"
+VIDEO: "ჩემი საქმე არ იყო ნარკოტიკი, ჩემი დაკავება იყო სუფთა პოლიტიკური ამბავი"
"იმედი მაქვს, შევძლებთ ფილარმონიის არენდის თანხის შეგროვებას"
მოდელ გიორგი ნაზღაიძეს ორწლიანი პირობითი სასჯელი რამდენიმე თვის წინ მოეხსნა. ის განზრახ
#‎savetbilisi‬: ნინი ქარსელაძემ, მიშა მესხმა, თემურ თათარაშვილმა, გიორგი გაბედავამ, აჩი ფურცელაძემ...
დღეს "ორ ვარსკვლავში" მეათე საკონკურსო ტურია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49