რა არის ე.წ. ბიო ნარკოტიკი? - თემაზე ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია საუბრობს

რა არის ე.წ. ბიო ნარკოტიკი? - თემაზე ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია საუბრობს

ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება ბიოს მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები საზოგადოებაში ისევ აქტუალური გახდა. ამ საკითხზე განცხადება GEM Fest-მა გაავრცელა: "უფრთხილდით ბიოს, ის კლავს!"

რა არის ე.წ ბიო და რა შედეგებს იწვევს მისი მოხმარება?

ნარკოლოგ დავით ვადაჭკორიას თქმით, ბიო კრებითი სახელია, რომელსაც რამდენიმე ტიპის ნარკოტიკულ ნივთიერებას უწოდებენ და მისი ზემოქმედება ორგანიზმზე სხვა ნარკოტიკის ზეგავლენას 10-20-ჯერ აღემატება.

"ბიოს დიზაინერულ ნარკოტიკს უწოდებენ. არსებობს ბიო კანაბინოიდები, ბიო სტიმულატორები, ბიო ოპიოიდები, მათი მოქმედება თითქმის, მსგავსია. თუმცა მაგალითად, ბიო ოპიოიდების ნერვულ სისტემაზე ზეგავლენა გაცილებით ძლიერია, რადგან ისინი ქიმიური გზით არის დამზადებული," - განმარტავს ექიმი.

ნარკოლოგის თქმით, თუ მარიხუანა მოქმედებს 5 ერთეული სიძლიერით, მისი მსგავსი ბიო კანაბინოიდი, 30-ჯერ უფრო ძლიერად მოქმედებს და ამიტომ გაცილებით უფრო მძიმე შედეგებს იწვევს. წაიკითხეთ გაგრძელება

"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს

"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი

დავით ნარმანიამ 2020 წელს 45 ათასი ლარის ოდენობის პრემია აიღო - რა ქონებას ფლობს სემეკის თავმჯდომარე