"ქორწილისთვის ვემზადები..." - რატომ ასაიდუმლოებს ვიქტორია კოჩეროვა რჩეულის ვინაობას

"ქორწილისთვის ვემზადები..." - რატომ ასაიდუმლოებს ვიქტორია კოჩეროვა რჩეულის ვინაობას

"მის საქართველო 2016" - ვიქტორია კოჩეროვა თხოვდება. მისი რჩეული პროფესიით იურისტია. წყვილს ქორწილი სექტემბერში აქვს დაგეგმილი. "ბედნიერი ვარ საკუთარი არჩევანით", - ამბობს 21 წლის ვიქტორია, რომელსაც არც მარცხი აშინებს და არც ბარიერებთან ჭიდილი.

- წარუმატებლობა ბევრჯერ გამოგიცდია?

- ჩემი აზრით, არასოდეს გამოცადო წარუმატებლობა, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში დაემართოს (რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მცირე წარუმატებლობებს). მარცხის გარეშე ადამიანი ვერ გაიზრდება და ვერ ჩამოყალიბდება ზრდასრულ ინდივიდად... სწორედ წარუმატებლობების შედეგად ვსწავლობთ ბევრ რამეს, რათა იგივე შეცდომები არ დავუშვათ. თუ ჩვენი ცხოვრება იქნება წარუმატებლობისა და პრობლემის გარეშე, ჩვენ ყოველთვის მოვიქცევით ისე, როგორც ცხოვრებისგან განებივრებული და კაპრიზული ადამიანები იქცევიან.

- ოდესმე ისეთი რამ გაგიკეთებია, რაც არ მოგწონდა?

- ადამიანმა არ უნდა აკეთოს ისეთი რამ, რაც არ მოსწონს, მაგრამ ზოგჯერ ასე მოქცევაც გვიხდება. ყოველთვის დასახული მაქვს გარკვეული მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, მეც მიწევს ისეთი რამის კეთება, რაც დიდად არ მომწონს.

- დასახული მიზნის მისაღწევად იოლი გზა არასდროს აგირჩევია?

- იოლად ცხოვრებაში არაფერი მოდის... ზოგადად, მაქსიმალისტი ვარ და რასაც ვაკეთებ, იმ საქმეს სრული სერიოზულობით ვეკიდები. არასდროს ვცდილობ ვიღაცის ან რაღაცის ხარჯზე იოლად გამოვძვრე.

- რომ გქონოდა შანსი, შეგეცვალა მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რა იქნებოდა ეს?

- გამოვიყენებდი ამ შანსს და ახლა მამა ცოცხალი მეყოლებოდა... მიუხედავად იმისა, რომ მყავს გმირი დედა, რომელმაც ერთდროულად, დედობაც გამიწია და მამობაც, ვფიქრობ, ადამიანისთვის ორივე მშობლის თანადგომა საჭიროა. მამა ცოცხალი რომ იყოს, ეს დედაჩემისთვისაც კარგი იქნებოდა; დარწმუნებული ვარ, ამით გაცილებით ბედნიერი იქნებოდა და ნაკლები ცხოვრებისეული ტვირთი დააწვებოდა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი