"დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება" - შსს-ს კომენტარი მთაწმინდაზე გაჩენილ ძლიერ ხანძართან დაკავშირებით

"დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება" - შსს-ს კომენტარი მთაწმინდაზე გაჩენილ ძლიერ ხანძართან დაკავშირებით

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე 70-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს. მისი თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

"მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს თეა პერტაია.

წაიკითხეთ: მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივები ნიჩბებითა და ბარებით ცდილობენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი