მასშტაბური ხანძარი მთაწმინდაზე - მნიშვნელოვანი კადრები ფოტოობიექტივში

მასშტაბური ხანძარი მთაწმინდაზე - მნიშვნელოვანი კადრები ფოტოობიექტივში

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 2 ჰექტარი ტყის მასივი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტყის მასივში ცეცხლი, სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია. ადგილზე თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საახლოებით 23 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის არეალი მალევე გაიზარდა.  თავდაპირველად რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკას გადაადგილება უჭირდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება მალევე აღმოიფხვრა.

იხილეთ ვიდეო: მასშტაბური ხანძარი მთაწმინდაზე - ცეცხლის ჩასაქრობად ნიჩბებით გამოსული მოსახლეობა და პარკიდან ევაკუირებული ტურისტები

ფოტო: ირაკლი გედენიძე, ინტერპრესნიუსი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი