თბილისის აეროპორტიდან წუხელ 8 ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა - რა გახდა შეფერხების მიზეზი?

თბილისის აეროპორტიდან წუხელ 8 ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა - რა გახდა შეფერხების მიზეზი?

პროგრამული ხარვეზის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ღამის განმავლობაში, 22-დან 8 ავიარესი დაგვიანებით შესრულდა. ამის გამო აეროპორტში უზარმაზარი რიგები შეიქმნა.

იხილეთ ვიდეო აეროპორტიდან

როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პრობლემა შეექმნა ელექტრონულ სარეგისტრაციო პროგრამას, თუმცა მის აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, დაგვიანებით შესრულდა 8 ავიარეისი, კერძოდ: ათენის, ანტალიის, ვარშავის, კიევის, დუბაის, შარჟას, ასევე სტამბოლის მიმართულებით ორი ავიარესი.

როგორც აეროპორტში განმარტავენ, არც ერთი ავიარეისი არ გაუქმებულა.

"აეროპორტში გაიხსნა ახალი ტერმინალი, მიმდინარეობს პროგრამების გადაწყობა. ამასთან, ორ ტერმინალზე ხორციელდება საოპერაციო მზაობის და შეცვლის პროცესი. ხარვეზი ნაწილობრივ სწორედ ამით იყო გამოწვეული", - განმარტავენ აეროპორტში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი