მოტოციკლისტი, რომელიც ვახუშტის ხიდთან ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა

მოტოციკლისტი, რომელიც ვახუშტის ხიდთან ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა

მოტოციკლისტი, რომელიც ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა. ინფორმაცია Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მინივენი შეეჯახნენ. მოტოციკლის მძღოლი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი