მაშველებმა ფოთში მამა, სამი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის ახლობელი გადაარჩინეს

მაშველებმა ფოთში მამა, სამი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის ახლობელი გადაარჩინეს

მაშველებმა ფოთში ზღვიდან 5 ადამიანი გამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 3 ბავშვისა და 2 ზრდასრული ადამიანის წყლიდან გამოყვანა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ზღვის მოქცევა დაიწყო და ტალღებმა ტურისტები სიღრმეში გაიტაცა.

„შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთში, მაშველებმა 10 წლამდე 3 ბავშვი, მოზარდების მამა და ოჯახის ახლობელი ქალბატონი გამოიყვანეს. ზღვის მოქცევა დაიწყო, რის გამოც ტალღებმა ტურისტები სიღრმეში გაიტაცა. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის 5 მაშველი შევიდა ზღვაში და ხუთივე ტურისტი უვნებლად გამოიყვანა სანაპიროზე. სასწრაფოს დახმარების მისვლამდე მათ პირველადი სამედიცინო დახმარება მაშველებმა აღმოუჩინეს. ყველა ტურისტი თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი