წმინდა გიორგის ხატი სენაკიდან თბილისში ჩამოაბრძანეს - სად შეგეძლებათ სიწმინდის მოლოცვა

წმინდა გიორგის ხატი სენაკიდან თბილისში ჩამოაბრძანეს - სად შეგეძლებათ სიწმინდის მოლოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ის პირები და მომლოცველები დალოცა, რომლებმაც სენაკიდან თბილისში წმინდა გიორგის ხატი ჩამოაბრძანეს.

პატრიარქმა ხატი აკურთხა და აღნიშნა, რომ "ეს შესანიშნავი ხატია".

"წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამხნევოს, დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ღმერთმა დალოცოს ის ხალხი, რომელიც მუშაობდა ამ ხატის შექმნაზე", - განაცხადა ილია მეორემ.

როგორც ხატის ავტორმა ემილიანე ჯიქიამ განაცხადა, ხატის შექმნაზე 9 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

"იდეა წამოვიდა ჩემი მეგობრისგან თორნიკე პაჭკორიასგან, რომელიც მამა მელქისედეკის მრევლია. შემდეგ მივედით მოძღვართან, ვითხოვეთ ლოცვა-კურთხევა, რომ შეგვექმნა ეს ხატი. ჩავრთეთ ჩვენი სამეგობრო, სანათესაო, ყველა, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ მიეღო მონაწილეობა. შემდეგ ჩამოვედით თბილისში, პატრიარქმაც დაგვლოცა, მოიწონა ჩვენი იდეა. 9 თვის განმავლობაში, დიდი შრომის, ღვაწლის ფასად შეიქმნა ეს ხატი", - განაცხადა ემილიანე ჯიქიამ.

მისივე თქმით, ხატი სენაკიდან ჯერ მცხეთაში, სვეტიცხოველში ჩააბრძანეს, დღეს საპატრიარქოში მიაბრძანეს, საპატრიაქოდან ჯერ სამებაში გადააბრძანებენ, შემდეგ მლეთაში და ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში.

როგორც არქიმანდიტრმა დოროთე ყურაშვილმა აღნიშნა, ხატის შექმნაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული.

"ეს ხატი შეიქმნა სენაკში, ადამიანების დიდი მონდომებით. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ ხატის შექმნაში. ხატი ბრძანდებოდა სვეტიცხოველში, ჩამობრძანდა თბილისში, მივაბრძანებთ სამებაში, სამებიდან წაბრძანდება მლეთაში", - განაცხადა არქიმანდიტრმა დოროთე ყურაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი